საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა მედიას განუცხადა, რომ შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
„მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი. [იდენტიფიცირებაზე] საუბარი ამ ეტაპზე ჯერჯერობით ნაადრევია. გადასვენდება პროზექტურაში და მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამ წუთებში მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენება.
გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ, ფაქტობრივად დღეს უკვე 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. თავდაცვის სამინისტროს მიერ მივიღეთ გარკვეული სპეციალური აღჭურვილობა, რის საშუალებითაც ხდება ტერიტორიების დათვალიერება მეტალის აღმოჩენის მიზნით, მანქანის ფრაგმენტების და თვითონ მანქანის საძიებო მიმართულებით და სეთი აქტიური ფაზაა ახლა საძიებო სამუშაოების," - განაცხადა მღებრიშვილმა.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს სტიქიის შედეგად 19 გარდაცვლილია, მათგან 16-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია, მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.
უახლესი
11 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს30 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”