დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შოკოლადის წარმოების შემსწავლელ კურსებზე განაცხადების მიღება დაიწყო

შოკოლადის წარმოების შემსწავლელ კურსებზე განაცხადების მიღება დაიწყო

26-11-2023 12:30:43

კრაფტ მეწარმეობის აკადემია • Craft Entrepreneurship Academy ნებისმიერ მსურველს  შოკოლადის წარმოების სრულ ტექნოლოგიას ასწავლის. სწავლება ონლაინ მიმდინარეობს. პირველ ათ რეგისტრირებულებს შორის მოხვედრილები კი სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia - თან „კრაფტ მეწარმეობის აკადემიის“ დამფუძნებელი დავით ქადაგიშვილი საუბრობს.

,,შოკოლადის დამზადების სრულ ტექნოლოგიას ვასწავლით. კურსის გავლისას მონაწილეები გაეცნობიან ტექნიკურ პროცესს და სხვადასხვა სახეობის შოკოლადის დამზადებას მაღალ დონეზე ისწავლიან. 
მსურველი ნებისმიერი შეიძლება იყოს, მათ შორის, ვისაც უნდა ბიზნესის დაწყება. შესაძლებლობას ვაძლევთ, იდეა რეალობად აქციონ და თვითონ შექმნან შოკოლადის პროდუქცია.

თითო ჯგუფში ათამდე ადამიანია. აღსანიშნავია, რომ როცა შოკოლადის წარმოების შესწავლაზე განაცხადი გავაკეთეთ, უმეტესობა ქალები გამოგვეხმაურა. რეგისტრირებულთა 95 %-ს სწორედ ისინი შეადგენენ", - ამბობს დავით ქადაგიშვილი.

როგორც დავით ქადაგიშვილი განმარტავს, „კრაფტ მეწარმეობა“ არის მცირე მეწარმეობის მიმართულება, სადაც წარმოების პროცესი არის ჰიბრიდული ტიპის, ასეთ დროს ადამიანის ხელი წარმოების პროცესში არანაკლებ 50%-ით და სხვა მანქანა დანადგარები - არაუმეტეს 50%- ითაა ჩართული.

„წარმოების ასეთი ტიპი საშუალებას აძლევს ერთის მხრივ მომხმარებელს, რომ ხარისხიანი პროდუქცია უწყვეტად მიიღოს და მეორე მხრივ მწარმოებელს, რათა ნაკლები ძალისხმევით მიიღოს მეტი შედეგი“, - ამბობს დავით ქადაგიშვილი.

რაც შეეხება შოკოლადის წარმოების შემსწავლელ კურსს, სწავლის საფასური შოკოლადების მოდულზე 350 ლარს (შოკოლადების მოდულზე საშემოდგომო ფასდაკლებით გადაიხდით 290 ლარს იმ შემთხვევაში თუ მოხვდებით პირველ 10 რეგისტრირებული შორის). 

შეგახსენებთ, რომ „კრაფტის მეწარმეობის აკადემია“ 3 წლის წინ დაფუძნდა. მისი სერვისით უკვე 5 000 -ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები