დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„შესაძლებლობები ყველას, ვინც არ ჩერდება“ - საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მხარდამჭერია

„შესაძლებლობები ყველას, ვინც არ ჩერდება“ - საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მხარდამჭერია

22-02-2024 17:33:00

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი სასკოლო ლიგის მხარდამჭერია.

სასკოლო ლიგა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. ის  ინიციატივაში ჩართულ 12 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს შანსს, საკუთარი შესაძლებლობები სპორტის 15 სახეობაში გამოცადონ. პროექტის ფარგლებში შეჯიბრებები იმართება მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა. 

„სასკოლო ლიგა წელს თბილისსა და რეგიონებში 15 სპორტის სახეობაში ტარდება. ეს პროექტი წლიდან წლამდე უფრო და უფრო პოპულარული ხდება სკოლის მოსწავლეებს შორის. ახლა სასკოლო ლიგა სეზონის გადამწყვეტ ფაზაში შედის. გაზაფხულისთვის სხვადასხვა გუნდურ სახეობაში დაიწყება პლეიოფები, გაიმართება ინდივიდუალური სახეობების ფინალური ეტაპებიც, როგორც თბილისში, ასევე – რეგიონებში. ბოლოს კი ყველაფერი სუპერფინალებით დასრულდება“,  გვიყვება სასკოლო ლიგის კოორდინატორი, ოთარ აბულაძე.

სპორტული შეჯიბრებები მთელ საქართველოს მოიცავს და აჭარაში, იმერეთში, კახეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში ტარდება, რაც შესაძლებლობას აძლევს მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს, ჩაერთონ ინიციატივაში და გახდნენ სასკოლო ლიგის მნიშვნელოვანი ნაწილი.

„საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების. ამიტომ, მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ მათ, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. სასკოლო ლიგასთან ჩვენი პარტნიორობაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. გვინდა, ერთობლივად, მთელი საქართველოს მასშტაბით რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის შევქმნათ  შესაძლებლობა, გამოცადონ საკუთარი თავი სპორტის სხვადასხვა სახეობაში; მივცეთ მოტივაცია, არ გაჩერდნენ და მუდმივად ჰქონდეთ სწორება საკუთარი თავის განვითარებაზე. გვჯერა, რომ ეს დაეხმარება მათ, საკუთარი წვლილი შეიტანონ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში” , - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

სასკოლო ლიგის ფარგლებში მასშტაბური სასკოლო ტურნირები უკვე 4 წელზე მეტია იმართება. საქართველოს ბანკისა და სასკოლო ლიგის ძალისხმევით კი სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება ტურნირის პოპულარობა და ცნობადობა.

პროექტი ჯერ კიდევ მზარდია - ითვისებს ახალ ტერიტორიებს, სპორტის სახეობებს, ახალგაზრდა ადამიანებს, აუმჯობესებს ინფრასტრუქტურას და პოზიციონირდება როგორც მაღალორგანიზებული საერთაშორისო ტურნირი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკისა და კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, წელს პირველად სასკოლო ლიგაში გაიმართება კალათბურთის შეჯიბრი ორ სახეობაში (5X5 და 3X3).

ტურნირებში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია –
„მოემზადე მომავალი სეზონისთვის და გამოცადე შენი თავი ინდივიდუალურად თუ გუნდურად იმ სპორტის სახეობაში,
რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს“.

იხილეთ ვიდე სასკოლო ლიგის შესახებ:

https://youtube.com/shorts/PVGvNeafx14?feature=share

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები