დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შემოდგომის სეზონზე კორპორატიული სეგმენტი უფრო აქტიურობს - Crowne Plaza Borjomi

შემოდგომის სეზონზე კორპორატიული სეგმენტი უფრო აქტიურობს - Crowne Plaza Borjomi

17-10-2023 14:00:24

ყველა სეზონზე საინტერესო და პოპულარული სასტუმრო Crowne Plaza Borjomi ამ ეტაპზეც მზარდი მოთხოვნით გამოირჩევა.  

თუმცა მომხმარებელთა სეგმენტში გარკვეული ცვლილებაა და შემოდგომა განსაკუთრებით კორპორატიული შეკვეთებით გამოირჩევა, რისთვისაც სასტუმროში მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი.

როგორც Crowne Plaza Borjomi-ის წარმომადგენელი Business Insider Georgia -თან ამბობს, რომ ზაფხულის პერიოდში კერძო პირები აქტიურობდნენ, ჯავშნებით ივლისი-აგვისტო გამოირჩეოდა, თუმცა ამ ეტაპზე კორპორატიული შეკვეთები სჭარბობს, რისთვისაც შემოდგომა ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია.

„ქრაუნ პლაზა ბორჯომში“ მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი, იმისთვის რომ კორპორატიულ ღონისძიებებს უმასპინძლოს. ყველა დეტალი გათვალისწინებულია და მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით იქმნება. ყველა პირობაა იმ ტიპის კონფერენციებისა და ღონისძიებების გამართვისთვის, რაც ბიზნესს სჭირდება. თუკი ივლისში ინდივიდუალური ვიზიტები სჭარბობდა, ახლა კორპორატიული სეგმენტი აქტიურობს“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

სულ ცოტა ხნის წინ Crowne Plaza Borjomi-ი საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრი გახდა. გარდა ამისა, სასტუმრომ მოიპოვა საქართველოს 2023 წლის წამყვანი კურორტის სტატუსი World Travel Awards-ზე.

„გლობალურ  დონეზე აღიარება მნიშვნელოვანია ცნობადობის ამაღლების კუთხითაც, დიდი შესაძლებლობაა, რომ გაგვიცნოს სხვადასხვა სეგმენტმა და მეტი მომხმარებელი მოვიზიდოთ“, - აცხადებს სასტუმროს წარმომადგენელი Business Insider Georgia -თან.

ცნობისთვის, Crowne Plaza Borjomi საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კურორტზე, ქალაქ ბორჯომის შუაგულში მდებარეობს. სასტუმროს შემნობა მთებს შორის, ისტორიული პარკის მიმდებარედ, მდინარის პირას დგას და 100-ზე მეტი სტუმრისთვის კეთილმოწყობილ სივრცეს ქმნის.

სასტუმროში 2400 კვადრატული მეტრი გამაჯანსაღებელ ცენტრსა და სპას უჭირავს; ამასთანავე, Crowne Plaza-ს საკონფერენციო დარბაზები, ორი რესტორანი, ღვინის ბარი, ლობი და ლაუნჯ კლუბიც აქვს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები