დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შემოდგომის არომატი ,,ოჯახურის" ასორტიმენტში

შემოდგომის არომატი ,,ოჯახურის" ასორტიმენტში

15-10-2023 15:10:04

გემო, რომელიც ყველაზე მეტად უხდება შემოდგომას, დარიჩინია. ასე ფიქრობს ქართული სანელებლების ცნობილი კომპანია ,,ოჯახურის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ნეფარიძე, რომელიც Business Insider Georgia- თან ერთ-ერთი მოთხოვნადი სანელებლის განსხვავებულ არომატზე ამახვილებს ყურადღებას და გვიამბობს, რომ როგორც სანელებელი, იგი ძირითადად ფუნთუშების წარმოებასა და გოგრისგან დამზადებულ კერძებში გამოიყენება.

,,დარიჩინი პიკანტური გემოს და არომატის მქონე სანელებელია, რომელიც უმეტესწილად კულინარიაში გამოიყენება. ძალიან უხდება ყველა სეზონს, მაგრამ განსაკუთრებით შემოდგომას. გარდა არომატისა, ცნობილია სხვადასხვა თვისებით, მათ შორის, მისი გამოყენება სამკურნალო  დანიშნულებითაც არის რეკომენდებული. წლების წინ ქართველი მომხმარებელი ამ სანელებელს  ნაკლებად იცნობდა,  ახლა თითქმის ყველა დიასახლისი იყენებს. დარიჩინი ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია. ამ სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია დაფქული დარიჩინისგან მომზადებული დარიჩინის ფუნთუშები. თითქმის მასიურად გამოიყენება გოგრისგან მომზადებულ კერძებში, ალბათ იმიტომაც, რომ გემოთი და ფერით შემოდგომასა და სიყვითლესთან ასოცირდება“, - ამბობს სალომე ნეფარიძე.

,,ოჯახურის" მიერ წარმოებული დარიჩინი დღეს თითქმის ყველა სუპერმარკეტის დახლებზეა ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ფასს, დაფქული დარიჩინი ქსელურ მარკეტებში 3,35 ლარი ღირს,  ჩხირების ფასი  7.75 ლარია. 

ცნობისთვის, დარიჩინი სანელებელია, რომელიც მზადდება დარიჩინის ხის ქერქისგან, მისი გამოშრობის საშუალებით. დარიჩინის სამშობლოა შრი-ლანკა.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები