ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია ,,ხილარი" ქართულ და უცხოურ ბაზრებზე კარგად ცნობილი ბრენდია. კომპანია ნატურალური მიქსებით მუდმივად ცდილობს მომხმარებლების განებივრებას.
ხილარი • Khilari-ის წარმოებული პროდუქცია კი გამოირჩევა იმით, რომ 100%-ით ნატურალურია და არ შეიცავს დანამატებს.
კომპანიის გენერალური დირექტორი თამაზ კაკუშაძე Business Insider Georgia -თან ასახელებს მთავარ არომატს, რომელიც შემოდგომას განსაკუთრებით უხდება. მისი თქმით, ეს არის კომშისა და ვაშლის გემო, რომელზეც სექტემბრიდან მოთხოვნა განსაკუთრებით მზარდია.
`წვენებს ვაწარმოებთ სხვადასხვა დასახელების ხილისა და ბოსტნეულისგან, რისთვისაც ნედლეული მთლიანად ქართულია. სეზონური ხილია ყურძენი, ვაშლი, მსხალი, ატამი, კომში, ფეიხოა, კივი და უამრავი სხვა. თუმცა, შემოდგომით განსაკუთრებით ნოყიერი, მიმზიდველი და არომატულია კომში და ვაშლი, რომლის მიქსიც ასევე ძალიან საინტერესოა.
როგორც კი ახალი სასწავლო წელი იწყება, მოთხოვნაც განსაკუთრებით მატულობს. ალკოჰოლურ პროდუქციაში ასეთი არომატით გამოირჩევა ჩვენი კომშის არაყი, რომელიც არის ძალიან რბილი და შემოდგომის ამინდს ძალიან უხდება", - ამბობს თამაზ კაკუშაძე.
ცნობისთვის, ,,ხილარი" ქართულ ბაზარზე 2017 წლიდანაა. კომპანია კომპანია 15-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. წლიური წარმოება 3 მილიონი ბოთლია. ,,ხილარი" ძირითად ექსპორტზე გადის, ადგილობრივ ბაზარზე მისი მომხმარებელი ჰორეკა სექტორია.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი