დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შემოდგომამ ფესტივალებით გაგვანებივრა, რაც მცირე მარნებისთვის  კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა - ,,ველეულა"

შემოდგომამ ფესტივალებით გაგვანებივრა, რაც მცირე მარნებისთვის  კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა - ,,ველეულა"

14-10-2023 07:56:26

ღვინის მცირე საწარმო ,,ველუელა" საკუთარ პროდუქციას ღვინის ფესტივალზე წარადგენს.  კომპანია გურჯაანში გამართული ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილეა. როგორც კომპანიის მენეჯერი ნინო მღებრიშვილი   Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, შემოდგომა ამ მხრივ საკმაოდ აქტიურია და ქართულ ბრენდს შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა ღონისძიების მონაწილე გახდეს, რაც მომხმარებელთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა.
,,არასოდეს ვტოვებთ შანსს, რომ მივიღოთ მონაწილეობა ღონისძიებებში, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და განსაკუთრებით მცირე მარნებისთვის არის მნიშვნელოვანი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა კომპანიად ვითვლებით და ვცდილობთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაგვიცნოს. ამ ეტაპზე  გურჯაანში ღვინის ფესტივალში ვმონაწილეობთ. ძალიან მასშტაბურია ღონისძიებაა  და მნიშვნელოვანია ნებისმიერი საწარმოსთვის, განსაკუთრებით მცირე მარნებისთვის, რადგან მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებაა. ,,ველუელას" პროდუქციას როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით. ჩვენი ერთ-ერთი ხაზი 1,5 ლიტრიანი ბოთლებში ჩამოსხმული ღვინოები ონლაინ იყიდება, რის  ტრადიციაც საქართველოში ნაკლებადაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს, რას ყიდულობს. ფესტივალზე გასინჯულს უფრო თამამად ენდობა და შესაბამისად, არჩევანსაც იოლად აკეთებს", - ამბობს ნინო მღებრიშვილი Business Insider Georgia- თან.
მისი თქმით, გურჯაანის ფესტივალის შემდეგ კომპანია სტარტს აიღებს მთაწმინდის ფესტივალზე, რომელიც 21 ოქტომბერს მცირე მარნების მონაწილეობით გაიმართება.
კომპანია ,,ველეულა" ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. პროდუქცია აქტიურად გადის ექსპორტზე უამრავ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, ინგლისში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ბელარუსში. 
ამჟამად კომპანიაში 10-მდე ადამიანია დასაქმებული.
 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები