დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Shell-მა წითელი ზღვის გავლით ნავთობის ტრანსპორტირება შეაჩერა

Shell-მა წითელი ზღვის გავლით ნავთობის ტრანსპორტირება შეაჩერა

17-01-2024 09:00:00

ბრიტანულ-ნიდერლანდურმა ნავთობის გიგანტმა კომპანია Shell-მა წითელი ზღვის გავლით ნავთობის ტრანსპორტირება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ამის შესახებ The Wall Street Journal (WSJ) წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გასულ თვეში Shell-ის მიერ დაფრახტულ ტანკერს წითელ ზღვაში დრონით თავს დასხნენ და ჰუსიტები დაედევნნენ. გასულ კვირას კი კომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო შეაჩეროს ყველა სატრანზიტო მიწოდება იმის გამო, რომ შემდგომმა თავდასხმებმა შეიძლება ნავთობის მასიური დაღვრა გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას გემის ეკიპაჟის უსაფრთხოებას.

შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორში პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, იემენის მეამბოხე ჰუსიტების მოძრაობამ დაიწყო კომერციული გემების დაკავება იემენის სანაპიროებთან, რომლებიც, მათი თქმით, დაკავშირებულია ისრაელის კომპანიებთან, და ზოგიერთ მათგანს უპილოტო თვითმფრინავებითა და რაკეტებით უტევენ.

ჰუსიტების ქმედებების შემდეგ ბევრმა გადამზიდავმა კომპანიამ გადაწყვიტა შეეჩერებინა თავისი მოგზაურობები წითელ ზღვაში. მათ შორის, მსოფლიოში უმსხვილესმა სახომალდო კომპანიამ Mediterranean Shipping Company-მ განაცხადა, რომ გემებს წითელი ზღვის შემოვლით გაგზავნის. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ასევე ფრანგულმა CMA CGM-მა, დანიურმა Maersk-მა, გერმანულმა Hapag-Lloyd-მა და ნავთობ-კომპანიამ BP-მა.

ცნობისათვის, გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12 პროცენტი ხორციელდება სუეცის არხის გავლით, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას უმოკლესი გზით.  

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები