თანამედროვე სამყაროში ბიზნესის ცნობადობისა და შემოსავლიანობის ზრდა ციფრული პლატფორმების გარეშე წარმოუდგენელია. ეს პლატფორმები, გვეხმარება, ხმა მივაწვდინოთ პოტენციურ მომხმარებელს და საუკეთესოდ წარვუდგინოთ ჩვენი პროდუქტი.
თუ მეწარმე ხარ და არ იცი, როგორ მიიტანო შენი ბრენდი სამიზნე აუდიტორიამდე, აუცილებლად უნდა გაეცნო საქართველოს ბანკის უნიკალურ პლატფორმას, Ads მენეჯერს.
Ads მენეჯერის დახმარებით დისტანციურად შეგიძლია შექმნა სასურველი შეთავაზება: ფასდაკლებები, ქეშბექი და პლუს ქულების დაგროვების აქციები – შენი შეთავაზება კი მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე იქნება ხელმისაწვდომი, რომელსაც 1,5 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.
რა სარგებელი მოაქვს საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს ბიზნესისთვის?
საქართველოს ბანკი ციფრულ პლატფორმებზე უამრავ ადამიანს აერთიანებს, ყოველი მათგანი საკუთარი საჭიროებისამებრ, სხვადასხვა ბარათს იყენებს: სტუდენტის, მოსწავლის, SOLO, PLUS, Amex. მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე თითოეული ბარათის მომხმარებელს შეუძლია სასურველი შეთავაზების ძიება. ზოგს ახალი ტექნიკა სჭირდება, ავეჯი, ტანსაცმელი, დასვენება ან საჩუქარი მეგობრისთვის. პლატფორმაში ინტეგრირებული რეკომენდერ სისტემები აანალიზებენ მომხმარებლის ქცევას და უმარტივებენ მათთვის საინტერესო სერვისის ან პროდუქტის პოვნას.
როგორ შევქმნა შეთავაზება ონლაინ?
თუ ხარ ბიზნესის ხელმძღვანელი და გაქვს გადახდის ნებისმიერი მეთოდი – ფიზიკური ან ონლაინ ტერმინალი, მარტივად შეხვალ ბიზნეს მენეჯერში, იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომლითაც სარგებლობ ბიზნეს მობილბანკსა თუ ბიზნეს ინტერნეტბანკში, აირჩევ Ads მენეჯერს და დააჭერ შეთავაზების შექმნას.
შემდეგ ირჩევ შეთავაზების მიზანს: გაყიდვების რაოდენობის ზრდა გსურს, ახალი მომხმარებლის მოზიდვა, თუ მომხმარებლის ლოიალურობის ზრდა.
შენი არჩევანის მიხედვით, Ads მენეჯერის ანალიტიკური სისტემა გირჩევს, რა ტიპის მომხმარებელს დააინტერესებს შენი ბიზნესი და რომელი შეთავაზება იქნება ყველაზე ეფექტური: ქეშბექი, ფასდაკლება თუ დამატებითი PLUS ქულები. ზოგი აქტიურადაა ლოიალურობის პროგრამაში ჩართული და პლუს ქულებს აგროვებს, ზოგისთვის ქეშბექი უფრო მომხიბვლელია, Ads მენეჯერის ანალიტიკურ სისტემა მარტივად ახერხებს ამ ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას და ბიზნეს მიზნებისთვის გამოყენებას.
შეთავაზების შექმნის ინსტრუქცია შეგიძლია ნახო აქ.
თუ გსურს მეტი ინფორმაცია გაიგო პლატფორმის შესახებ, შეგიძლია გაიარო ბიზნეს კურსიც, რომლის საშუალებითაც დეტალურად შეისწავლი პლატფორმას, თანაც სრულიად უფასოდ.
თუკი მსურს სრულიად უნიკალური მიზნით შევქმნა შეთავაზება?
ამ შემთხვევაში მიზნის განსაზღვრისას ირჩევ ახალ შეთავაზებას და ავსებ ველებს, სადაც უთითებ შეთავაზების ტიპს, პერიოდს, მინიმალურ ან მაქსიმალურ სარგებელს, სამიზნე აუდიტორიას კი გაფილტრავ, ასაკის, სქესის, საცხოვრებლისა და ინტერესების მიხედვით. შეთავაზებისთვის ატვირთავ ვიზუალურ მასალას და შექმნი საკომუნიკაციო ტექსტს.
სულ ეს არის, შენი მოთხოვნა მზად არის, Ads მენეჯერიდანვე შეგიძლია გადაამოწმო მოთხოვნის სტატუსი და ანალიტიკა – გამართლდა თუ არა მოლოდინი, რომელ სეგმენტზე იმუშავა შენი ბიზნესის შეთავაზებამ საუკეთესოდ, როგორი იყო ზრდა.
ასე რომ, გამოიყენე შანსი, განავითარე საკუთარი ბიზნესი საქართელოს ბანკის Ads მენეჯერის დახმარებით და გიპოვის ის, ვინც გეძებს.
თუ არ გაქვს საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი და გსურს Ads მენეჯერის გამოყენება, მოითხოვე მარტივად გადახდების მენეჯერით, ხოლო თუ არ გაქვს ბიზნეს ანგარში, გახსენი ონლაინ, სულ რამდენიმე წუთში.
უახლესი
24 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს43 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”