დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შეექმნება თუ არა საფრთხე ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში - სტამბულისა და ანკარას მერების არჩევნებში, ოპოზიცია ლიდერობს

შეექმნება თუ არა საფრთხე ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში - სტამბულისა და ანკარას მერების არჩევნებში, ოპოზიცია ლიდერობს

01-04-2024 10:18:00

სტამბულის მერის არჩევნებში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ექრემ იმამოღლუ ლიდერობს.

არჩევნები 31 მარტს გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, იმამოღლუ ხმების 50,05%-ს აგროვებს ბიულეტენების 48,98%-ის დამუშავების შემდეგ, იტყობინება Daily Sabah.

მეორე ადგილზეა მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის კანდიდატი მურატ ქურუმი 41,21%-ით.

თურქეთის დედაქალაქ ანკარას მერის არჩევნებში ლიდერობს ქალაქის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ოპოზიციონერი მანსურ იავაში, რომელსაც ხმების 58,21% აქვს ბიულეტენების 27,87%-ის დამუშავების შემდეგ. მისი მთავარი კონკურენტი, კეციორენის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ტურგუტ ალტინოკი, 34,20%-ს იღებს.

ექრემ იმამოღლუც და მანსურ იავაშიც ოპოზიციურ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას წარმოადგენენ. ისინი 2019 წლის მარტიდან ხელმძღვანელობენ სტამბოლსა და ანკარას შესაბამისად.

BBC აღნიშნავს, რომ სტამბულის არჩევნების შედეგები აჩვენებს, შეუძლია თუ არა ოპოზიციას სერიოზული საფრთხე შეუქმნას თურქეთის მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანს 2028 წლის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ერდოღანი პრეზიდენტია 2014 წლიდან. თურქეთის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, 2023 წლის მაისში, მან გაიმარჯვა და მცირე სხვაობით აჯობა ოპოზიციის ერთიან კანდიდატს ქემალ კილიჩდაროღლუს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები