დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შეჩერდი, წამო - 5 რჩევა შავი პარასკევისთვის

შეჩერდი, წამო - 5 რჩევა შავი პარასკევისთვის

18-11-2024 16:00:00

შეჩერდი, წამო. დრო ჩერდება, სუნთქვა გვიჭირს და გულისცემა იმატებს, რადგან ფასებს შავი დღე ელით. დიახ, სწორად მიხვდი, გორგიაში შავი პარასკევი იწყება და 21 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ალბათ, ფიქრობ, მეტი რაღა უნდა მოხდეს, რით უნდა გაგვაკვირვო, თუმცა, ყოველი წელი აჩვენებს იმას, რომ ეს კითხვა რიტორიკულია. 

დრო და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არსებობენ ორი სახის მომხმარებლები: ერთნი, ვისთვისაც შოპინგი სპორტია და მეორენი, ვინც ძირითადად დროის დაზოგვასა და კომფორტს ამჯობინებენ. თუმცა, ის 5 რჩევა, რომელთა გაზიარებაც თქვენთვის გვსურს, ყველას თანაბრად გამოადგება და არამხოლოდ გორგიაში. როგორ მოვახერხოთ სასურველი პროდუქტების შერჩევა მაშინ, როდესაც ასობით ათასი მომხმარებლის სტუმრობით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ გორგია სახალხო და საყოველთაო ბრენდია.

პირველი რჩევა ეხება უშუალოდ პროდუქტებს. დიდ ჰიპერმარკეტებში, სადაც უამრავი პროდუქტია წარმოდგენილი, ხშირია შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ნივთები ერთი ადგილიდან მეორეზე მისტიკურად გადაადგილდება და ეს იწვევს გაუგებრობებს. ამიტომ, მაქსიმალურად რომ ვიყოთ დაზღვეული, გირჩევთ, ყოველთვის შეადარო პროდუქტისა და საფასურის შტრიხკოდი, რათა დარწმუნდე, რომ იმ ნივთის ფასს უყურებ, რომელიც გსურს. ასევე, გვსურს, შეგახსენოთ, რომ ჰიპერმარკეტების რამდენიმე წერტილში განლაგებულია ფასის შესამოწმებელი აპარატები, ე.წ Price Checker-ები და ფასის/ფასდაკლების გადამოწმება დამოუკიდებლადაც შეგიძლია. თუ ვერ იპოვი, ნებისმიერ თანამშრომელს ჰკითხე და დაგაკვალიანებთ.

მეორე რჩევა ეხება ფილიალის შერჩევის სტრატეგიას. როგორც უკვე იცი, შავი პარასკევის შეთავაზებები 21 ნოემბერს, ხუთშაბათს, დილის 09:00 საათიდან, იწყება და დროის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად უამრავი ადამიანისა, რომელთა ნახვა დიდუბის ჰიპერმარკეტის კართან ყოველთვის გვიხარია, გახსოვდეს, რომ გორგიას ლილოს, საბურთალოსა და ვაკის ფილიალებიც აქვს თბილისში. ისიც არ დაგავიწყდეს, რომ დიდუბის ფილიალს აქვს 3 შესასვლელი, რომლებიც ერთდროულად, დილის 09:00 საათზე, იხსნება.

მესამე რჩევა შეეხება სამუშაო საათებს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მომხმარებლების ნაკადი შედარებით ნაკლებია დილით 09:00 – 10:00  შუალედში და საღამოს 20:00 – 22:00 შუალედში. თუ ხალხმრავლობასა და რიგებზე გსურს თავის არიდება, გაითვალისწინე, რომ ჰიპერმარკეტებში გახანგრძლივებული სამუშაო საათები იმოქმედებს.

თუ გორგიას ჰიპერმარკეტი შენი საცხოვრებელი ადგილიდან შორსაა ან უბრალოდ ხალხმრავლობისგან მაქსიმალურად შორს ყოფნა გსურს, გაითვალისწინე მეოთხე რჩევა და გახსოვდეს, რომ ყველა მიმდინარე ფასდაკლება www.GORGIA.ge-ზეც იმოქმედებს. ასევე, შეგიძლია, ისარგებლო უფასო მიტანის სერვისითაც კონკრეტული თანხის შენაძენზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მეხუთე რჩევად კი გონივრული შოპინგი მოვიტოვეთ. ალბათ, კონკრეტული ნივთის შეძენის შემდეგ ერთხელ მაინც აღმოგიჩენია, რომ სხვაგან უფრო იაფად ყოფილა ხელმისაწვდომი. ამიტომ, სასურველი ნივთების ძიების პროცესში, აუცილებლად შეამოწმე ჩვენი მიმდინარე ფასდაკლებები 21.11-01.12 თარიღებში. გაუფრთხილდი შენს ემოციებსა და თანხას. რატომ უნდა გადაიხადო ზედმეტი? ასევე, გახსოვდეს, რომ ყველა ფასდაკლებულ ნივთზე იმოქმედებს განვადება და ამავდროულად თანხა ეფექტური 0%-ითაც შეგიძლია, გაანაწილო TBC ბანკით 4 თვეზე, ხოლო Top | Card-ით 6 თვეზე. 

შეჩერდი, წამო. დროს 21 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით ვაჩერებთ, რათა ყველა სასურველი ნივთის შეძენა მოასწრო ყველაზე იაფად. შენ კი, რასაც არ უნდა აკეთებდე ახლა, შეჩერდი! წამო. 
      
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები