დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა, რომელიც უკვე სრულდება და პოზიტიურ შედეგებს აჩვენებს - დავით ნარმანია

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა, რომელიც უკვე სრულდება და პოზიტიურ შედეგებს აჩვენებს - დავით ნარმანია

27-10-2023 17:30:52

26-27 ოქტომბერს თბილისმა აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლა, სადაც სხვადასხვა პროექტებთან ერთად რეგიონში დაგეგმილ ენერგეტიკულ პროექტებზეც იყო საუბარი. როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, პანელზე სადაც ენერგეტიკულ პროექტებზე იყო საუბარი გაჟღერდა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელიც მალე დასრულდება, უკვე დადებით შედეგებს აჩვენებს. 

„აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით იყო ღონისძიება. ერთ-ერთ მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხი ეს იყო რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხები. იმიტომ, რომ აბრეშუმის გზა არ არის მხოლოდ გადაზიდვები, სარკინიგზო იქნება ეს თუ სახმელეთო. ის ენერგეტიკულ საკითხებს და ენერგეტიკულ პროექტებსაც ეხება, რადგანაც ენერგეტიკა არის ეკონომიკის ხერხემალი და პლუს დაინიცირებულია ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ეს არის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი, რომელმაც ჩვენი ენერგეტიკული რესურსების ევროპაში ექსპორტი უნდა უზრუნველყოს. და იმავდროულად ეს იქნება პირველი ელექტროენერგეტიკული კავშირი ევროპასთან. ამიტომ ევროპის მხრიდანაც ინტერესი დიდია. ფორუმზე პანელის ერთ-ერთი მონაწილე იყო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პირველი მოადგილე, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და სწორედ ამ ტექნიკურ ეკონომიკურ კვლევაზე იყო საუბარი, რომელიც უკვე სრულდება და რომლის შედეგებიც არის პოზიტიური. ანუ ეს კვლევა აჩვენებს, რომ ტექნიკურად და ფინანსურად პროექტი ღირებულია და განხორციელებადია. 

ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ამ პროექტის შექმნით გაჩნდება ასევე დამატებითი შემოსავალი ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს მიყვეს უკვე ჩვენი ადგილობრივი გენერაციის განვითარება. ანუ მეტი ენერგეტიკული ობიექტი შეიქმნას, რათა საექსპორტო ენერგია მეტი ჰქონდეს ქვეყანას. აზერბაიჯანი ასევე თავის მხრივ ხაზს უსვამს იმას, რომ ისიც მზადაა ჩაერთოს ამ პროექტში. მისი ენერგიაც, საქართველოს გავლით იყოს ევროპისთვის მიწოდებული. ასე, რომ ეს იყო ის აქტუალური საკითხები, რაზეც აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იყო საუბარი“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები