დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„შატო ატენში“ სარესტორნო სივრცე და ახალი კოტეჯები გაიხსნა

„შატო ატენში“ სარესტორნო სივრცე და ახალი კოტეჯები გაიხსნა

31-05-2024 15:00:00

ატენის ერთადერთი რეგისტრირებული ცქრიალა ღვინოს მწარმოებელი სოსო ვანიშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, „შატო ატენის“ ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონისთვის კიდევ ორი კოტეჯი და სარესტორნო სივრცე დაამატეს.

„შატო ატენში“ დავამატეთ სარესტორნო სივრცე, თანამედროვე ინდუსტრიული ტიპის სამზარეულო, ასევე დარბაზი და დამხმარე შენობა-ნაგებობა. ავაშენეთ კიდევ ორი კოტეჯი. სარესტორნო სივრცე, სამზარეულო და ახალი კოტეჯები უკვე ფუნქციონირებს“,- ამბობს სოსო ვანიშვილი.

მცირე მარნის მფლობელის თქმით კოტეჯების გაქირავება პარალელური ბიზნესია, რომლის ფარგლებშიც კიდევ უფრო მეტი ტურისტის მიღებას შეძლებს.

„წელს სტუმრების 90% უცხოელები არიან, უმეტესად გერმანიიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან. შატო ატენისთვის დატვირთული პერიოდი მაისიდან იწყება და შემდეგი 6 თვე გრძელდება 2023 წელთან შედარებით სტუმრების რაოდენობა შეგვიმცირდა და მოგვიწია ჯავშნების გაუქმება, რაც სავარაუდოდ, ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების, კერძოდ რუსეთ უკრაინის ომისა და ისრაელში განვითარებული მოვლენებს უკავშირდება. დღეის მდგომარეობით ყველა კოტეჯი დაკავებულია. ერთ კოტეჯის ღირებულება 180-დან 200ლარამდე. გვაქვს 2+1 და 3+1 კოტეჯები. “, - ამბობს სოსო ვანიშვილი.

რაც შეეხება „შატო ატენის“ კონკურენტულ უპირატესობას, კოტეჯებიდან იშლება ულამაზესი ხედი.

ცნობისთვის, ,,შატო ატენი" გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში მდებარეობს. საოჯახო მარანი 2016 წლიდან დაფუძნდა. 2020 წელს კი საქართველოში წლის საუკეთესო მცირე მეღვინეობის ჯილდო მიიღო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები