აზერბაიჯანული მედია, რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდის ანგარიშებზე დაყრდნობით წერს, რომ კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში მდებარე შაჰ-დენიზის გაზის კონდენსატის საბადო 2024 წელს 26,1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიპოვებს, რაც 2023 წლის პროგნოზზე 0,8 მილიარდი კუბური მეტრით, 3,16%-ით მეტია.
შაჰ-დენიზის ბუნებრივი აირის საბადო — აზერბაიჯანში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის ველია, რომელიც კასპიის ზღვაში ბაქოდან 70 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.
შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივი აირის მარაგი დაახლოებით 1 ტრილიონი კუბური მეტრია. საბადოდან ბუნებრივი აირი მიეწოდება სანგაჩალის (აზერბაიჯანი) ტერმინალს, საიდანაც მისი შეშვება ხდება სამხრეთ კავკასიის გაზსადენში. სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან საქართველოს გაზმომარაგება ხდება 30 დუიმიანი განშტოებით, რომელიც მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში (სოფელი ჯანდარი). საბადოს 140 კვადრატული კილომეტრი უჭირავს.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა1 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის