გიზიარებთ ბლოგს: 6 და 7 ივლისს ფაბრიკის ეზოში Vintage Market პირველად ჩატარდება – ბევრი ახალი ფერი, ქსოვილი და განწყობა, რომელიც ორი დღით საერთო სივრცეში გაერთიანდება. Vintage Market-ის თითოეულ დახლზე დაგხვდებათ ნივთები, რომელთაც საკუთარი გრძელი და საინტერესო ამბავი აქვს – წარსული დროის ამბები და, რაც მთავარია, ემოცია, რომელსაც ნივთები აწმყოში გვანიჭენებ, სწორედ ესაა მსგავსი ღონისძიებების მთავარი ხიბლი.
ფაბრიკის ეზოში დროში მოგზაურობის 2-დღიან თავგადასავალში თქვენ შეხვდებით კოლექციონერებს, ადამიანებს მახვილი თვალით, რომლებიც თქვენთვის განსაკუთრებული ვინტაჟური სამოსისა თუ ნივთის ამორჩევაში დაგეხმარებიან. Vintage Market-ის გახსნამდე კი ჩვენ შევეცდებით, დაგეხმაროთ და გირჩიოთ რამდენიმე კოლექციონერი, რომელთა დახლსაც აუცილებლად შეხვდებით ამ ბაზრობაზე:
თუკი თქვენთვის ესთეტიკურად საინტერესოა ვინტაჟური დეკორაციები და ავეჯი, ამ მხრივ გამორჩეულად კარგი არჩევანი აქვთ Process Vintage Studio-ში: ხელნაკეთი ხისა თუ კერამიკის ჭურჭელი, ვინტაჟური ავეჯი, სკამები, მაგიდები, სანათები, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც საერთო ვინტაჟურ ესთეტიკაში ჯდება და ქმნის წარსული დროისა და სივრცის ატმოსფეროს თანამედროვეობაში.
რაც შეეხება ვინტაჟურ სტილს მოდაში, Vintage Crush არის მაღაზია, რომელიც ძალიან სწორი ესთეტიკური სელექციით არჩევს გასაყიდ ვინტაჟურ სამოსებს და მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება სტილში, ფერებში და სეზონებში. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი გინდათ, რომ რაიმე უცხო დეტალი ან სრული ჩაცმის სტილი მოირგოთ, აუცილებლად იპოვით რაიმეს თქვენთვის ამ მაღაზიაში.
ვინტაჟური ესთეტიკის მოყვარულთათვის კიდევ ერთი საინტრესო დახლი ექნება ავეჯის ონლაინ მაღაზიასაც Collector Tbilisi, რომელიც საგულდაგულოდ შერჩეულ მეორად ავეჯსა და დეკორატიულ ნივთებს სთავაზობს მომხმარებელს. რაც მთავარია, მაღაზია თავად ეძებს და პოულობს ვინტაჟურ ნივთებს და თავადვე უკეთებს შესაბამის რესტავრაციას. ჩვენი ავეჯის ხარისხზე მათი სიძველე მეტყველებს; ესაა ნივთები, რომელთაც დროს გაუძლეს. – სწორედ ეს სლოგანი აერთიანებს ამ მაღაზიაში მომუშავე ადამიანებს და მათ ენთუზიაზმს.
თუკი თქვენი ოფისის თუ სახლის ინტერიერისთვის ეძებთ რაიმე საინტერესო დეკორს, დეტალს, ავეჯს – TrocMarket კიდევ ერთ დამატებით შესაძლებლობას და სივრცეს გაძლევთ ამისთვის. ძველი ვინტაჟური ავეჯი და სადეკორაციო ნივთებია ამ მაღაზიის წამყვანი ხაზი და, ზოგადად, Fabrika Vintage Market-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტიც.
…
ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ 6 ივლისს – Fabrika Vintage Market-ის გახსნის დღეს, რომელიც 13:00 საათზე გაიხსნება და გაგრძელდება 7 ივლისის საღამოს 21:00 საათამდე. (Facebook Event)
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
46 წუთის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა