დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სევსამორას წვეულება განახლებული თარიღით ბრუნდება

სევსამორას წვეულება განახლებული თარიღით ბრუნდება

01-09-2023 23:00:00

სევსამორას წვეულება განახლებული თარიღით ბრუნდება. ღონისძიება 2 სექტემბერს სევსამორას დიდ ტერასაზე გაიმართება.

„მოწვეული წამყვანი იზრუნებს თქვენს გართობაზე დღის განმავლობაში - აუზზე სხვადასხვა აქტივობითა და თამაშებით.

მზის ჩასვლას კი UCHA-ს არაჩვეულებრივ სეტთან ერთად შეეგებებით“, - აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.

UCHA ცნობილია, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამ პროექტს საფუძველი 2015 წელს თბილისში, უჩა ღვინეფაძის მიერ ჩაეყარა.

UCHA-ს შემოქმედებითი სტილი ფოლკლორული მელოდიების მელანქოლიური ხასიათისა და გრუვის ჟღერადობების ვირტუოზული შერწყმით იქმნება და მსმენელისთვის მრავალფეროვან, არაორდინალურ მუსიკალურ თავგადასავალს ქმნის.

საკლუბო სცენაზე UCHA-ს მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობა ისეთ მნიშვნელოვან მუსიკალურ ლეიბლებთან კოლაბორაციაში აისახა, როგორიცაა: Wired, Underyourskin records, SNOE, MoBlack Records, ZEHN Records. 

ტერასაზე დაგხვდებათ: ღია ბარი, ჩილიმი, გემრიელი კერძები, საუცხოო ხედი და როგორც ყოველთვის, კომფორტული გარემო.

სასტუმროს სტუმრებისთვის ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. გარე სტუმრებისთვის დასწრების ღირებულება: 50 ლარიღონისძიებაზე დასასწრებად შეავსეთ: https://forms.gle/v8FSWe2tU52biBZv6

Sevsamora resort&spa მდებარეობს საგურამოში. ეს იდეალური ადგილია ხმაურისგან თავის დასაღწევად და დასასვენებლად. სასტუმროს ტერიტორიაზე არის ეგზოტიკური მცენარეების ენდემური ჯიშები, მშვენიერი გარე აუზი, სათამაშო მოედანი, სტადიონი და დიდი პარკინგი. Sevsamora resort&spa ის ერთადერთი კურორტია მთელ საქართველოში, რომელიც მთლიანად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები