დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სემეკის საჯარო სხდომაზე „საქართველოს მელიორაციამ“ საქმიანობის ანგარიში წარადგინა

სემეკის საჯარო სხდომაზე „საქართველოს მელიორაციამ“ საქმიანობის ანგარიში წარადგინა

03-06-2024 15:30:00

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი რეგულაციების შესრულებისა და მელიორაციის სექტორის მომხმარებელთან კომუნიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაზე, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სემეკში ანგარიში წარადგინა.

კომისიის საჯარო სხდომაზე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სემეკის  გადაწყვეტილებით  კომპანიას  დაევალა დეფიციტის პირობებში წყლის მიწოდების არეალების განსაზღვრასთან და ასევე, კომისიასთან ერთობლივად შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვისთვის განსახორციელებელი ღონისძიების გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ კომისიაში ინფორმაციის წარდგენა 1-ლ აგვისტომდე. ასევე, შპს „საქართველოს მელიორაციას“ 15 ივნისამდე განესაზღვრა ვადა წესებთან შესაბამისობაში მყოფი აღრიცხვიანობის გეგმის კომისიაში წარსადგენად.

აღსანიშნავია, რომ სემეკის რეგულირების პირველივე წელს, შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ პირველად გამოქვეყნდა წყლის მიწოდების რეჟიმი, სადაც ასახულია საირიგაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა, ასევე განისაზღვრა წყლის მიწოდების წერტილები და რწყვის ოპერაციების ჯერადობა, აგრეთვე ტბორებისთვის დადგინდა წყლის მოხმარების ნორმები.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები