იანვარ-აგვისტოში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვებიდან ბიუჯეტში 43%-ით მეტი თანხა შევიდა.
როგორც საქართველოს 8 თვის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებიდან (კონსოლიდაციის გარეშე) ირკვევა, საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში აკუმულირებულმა მოსაკრებელმა მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვაზე 17 499 988,25 ლარი შევიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბიუჯეტში ამ მიმართულებით 12 253 249.53 ლარი იყო მობილიზებული.
ცხადია, მშენებლობის ნებართვაზე ბიუჯეტში თანხების დიდი ნაწილი სწორედ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში მოხვდა.
იანვარ-აგვისტოში მშენებლობის ნებართვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში სულ 17 497 308.25 ლარი შეადგინა, ხოლო 2 680 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში მოხვდა.
ირკვევა, რომ 2022 წელს მოსაკრებელმა მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვაზე 20 855 893.16 ლარი შეადგინა, 2021 წელს კი 18 437 872.46 ლარი, 2020 წელს 18,089,233.90 ლარი.
უახლესი