დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სექტემბრიდან არც ერთი ჯავშანი არ გაკეთებულა, სეზონი ჩავარდა- ,,ბანგურიანი მესტიაში“

სექტემბრიდან არც ერთი ჯავშანი არ გაკეთებულა, სეზონი ჩავარდა- ,,ბანგურიანი მესტიაში“

19-09-2023 19:45:28

სვანეთში მდებარე სასტუმრო ,,ბანგურიანი მესტიაში“ შემოდგომის სეზონს ჯავშნების გარეშე ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ამინდი რეგიონში კარგია, მომსახურების პირობები მაქსიმალურად კომფორტულია და ტარიფებიც შეამცირეს, დამსვენებლების დიდი დეფიციტია.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან სასტუმროს ნოდარ ჯაფარიძემ განაცხადა.

„აგვისტოში ჩვენი სასტუმრო თითქმის 100%-იყო დატვირთული. ყველა გარემოა შექმნილი, რომ ეს ტრენდი სექტემბერშიც შეგვენარჩუნებინა. ამინდიც საუკეთესოა, მაგრამ ვიზიტორები არ გვყავს. სასტუმრო ცარიელია. მიუხედავად იმისა, რომ ფასები შევამცირეთ, არც ჯავშანი გაკეთებულა. შემთხვევითი მგზავრის გარდა, არავის ველოდები, ფაქტობრივად სექტემბრის სეზონი ჩავარდა. სრული დატვირთვით მხოლოდ გასულ თვეს ვიმუშავეთ. ძირითადად რუსები და უკრაინელები გვსტუმრობდნენ. ევროპელი დამსვენებლები საერთოდ დავკარგეთ. ასეა მთელ რეგიონში, ყველგან ანალოგიური ვითარებაა“, - აღნიშნა ნოდარ ჯაფარიძემ.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე ზამთრის სეზონისთვის დაიწყეს მზადება და იმედოვნებს, რომ მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებენ. ამ ეტაპზე „ბანგურიანში“ 36 ნომერია. წლის განმავლობაში სასტუმროს საშუალო დატვირთულობა დაახლოებით 40%– ის ფარგლებშია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები