საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა თვიურად 163.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 5.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
სებ-ის განმარტებით, რეზერვების შემცირებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.
„რეზერვებზე შემცირების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის წმინდა გაყიდვებმა, ასევე მთავრობის სავალუტო ხარჯებმა, მათ შორის, საგარეო ვალის მომსახურებამ იმოქმედა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა სექტემბერში სავალუტო აუქციონებზე 64 მლნ 750 ათასი აშშ დოლარი გაყიდა, კერძოდ:
უახლესი