დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სექტემბერში ახალი ქსელური მარკეტი - „მწვანე ბაზარი“ იხსნება

სექტემბერში ახალი ქსელური მარკეტი - „მწვანე ბაზარი“ იხსნება

08-09-2023 19:00:08

„Green Mart . მწვანე ბაზარი“ განსხვავებული კონცეფციის მქონე ქსელური მარკეტია, რომელიც სექტემბერში ერთდროულად სამ ფილიალს გახსნის.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, რომან ჩხენკელი Business Insider Georgia-თან აცხადებს, ახალი ობიექტების დამატება მომხმარებლების მხრიდან ნატურალური პროდუქტების მაღალი მოთხოვნით არის განპირობებული. უმაღლესი ხარისხი, ასორტიმენტის მრავალფეროვანი არჩევანი და ხელმისაწვდომი ფასები „Green Mart . მწვანე ბაზრის“ მთავარი უპირატესობაა.

პროდუქტი, რომელიც ფერმერული მეურნეობებიდან დახლებამდე და შემდეგ უკვე მომხმარებლებამდე აღწევს, ხარისხიანი და უვნებელია. ეს არის „ჩვენი უბნის ბაზარი“, რომლის კონცეფცია გულისხმობს, ნატურალურ, ჯანსაღ და ყოველდღიურად ახალ აგროპროდუქტებსა და მზა პროდუქტების შეთავაზებას მომხმარებლისთვის.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ მარკეტში წარმოდგენილი იქნება ყველა ის პროდუქტი, რომელიც კომპანიას თავისსავე ბაღებში მოჰყავს.

„ჩვენთან შეძენილი პროდუქცია არის ქართული, ნატურალური, ხარისხით გამორჩეული და რაც მთავარია, სიყვარულით შექმნილი, რის გამოც მომხმარებლები გვენდობიან და არჩევანს „Green Mart . მწვანე ბაზარზე“ აკეთებენ.

თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ადგილი, სადაც ხარისხი ფასზე მაღალია. მსგავსი კონცეფციის სავაჭრო ობიექტის არსებობა ქალაქისთვის ნამდვილად საჭიროა, რადგან ჩვენთან ძირითადად ქართული წარმოების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. რეალიზაციაშია ხილ-ბოსტნეული, თევზეული, ხორცი და რძის ნაწარმი. მოთხოვნა მუდმივად მზარდია და მომხმარებელთა თხოვნის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში ვაპირებთ ფილიალების გახსნას, როგორც თბილისის სხვადასხვა რაიონში, ასევე რეგიონებში.

როგორც გითხარით, სექტემბერში ერთდროულად სამი ახალი მარკეტი გაიხსნება, აქედან 2 თბილისში (ზ. ფალიაშვილის #72 , ა.ვარაზის #55) და ერთი ლაგოდეხში (ზაქათალას #3).

გვახარებს ის ფაქტი, რომ მომხმარებელი პროდუქციის შერჩევისას უფრო მომთხოვნი და პრეტენზიული გახდა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. შესაბამისად, ხარისხიან და ნატურალურ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება. კომპანია უკვე დიდი ნდობით სარგებლობს და ნებისმიერი სერვისი, რომელსაც მომხმარებლებს ვთავაზობთ, სწორედ მათ ინტერესებზეა მორგებული", - აღნიშნავს რომან ჩხენკელი.

მისივე თქმით, კომპანიის მთავარი მიზანია, მომხმარებლის ერთგულების მოპოვება, სოციალური პასუხისმგებლობა, ხარისხის კონტროლი, სიახლეების დანერგვა და გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა.

„Green Mart . მწვანე ბაზარი“ განვითარებას და ახალი ობიექტების დამატებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. ჯამში დაგეგმილია 20 ფილიალის გახსნა, სადაც კონცეფცია და ნატურალური პროდუქტის ნიშა უცვლელად იქნება შენარჩუნებული.

ცნობისთვის, „Green Mart . მწვანე ბაზარი“ ამ ეტაპზე დაახლოებით 50 ადამიანს დაასაქმებს, მომავალი წლის ბოლომდე კი ეს მაჩვენებელი 400-მდე გაიზრდება. პროდუქციის უმაღლესი ხარისხი „Green Mart . მწვანე ბაზრის“ #1 პრიორიტეტია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები