დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-თან თანამშრომლობას განვაგრძობთ, დღეს საბანკო სექტორის მდგრადობა მთავარი საკითხია - ალექსანდრე ძნელაძე

სებ-თან თანამშრომლობას განვაგრძობთ, დღეს საბანკო სექტორის მდგრადობა მთავარი საკითხია - ალექსანდრე ძნელაძე

17-10-2023 23:00:30

საბანკო ასოციაცია საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობას აგრძელებს.16 ოქტომბერს, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავასთან შეხვედრისას განხილული იყო არაერთი საკითხი, რომლის განხილვითაც კომერციული ბანკები იყვნენ დაინტერესებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით  საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ Business Insider Georgia- თან განაცხადა და აღნიშნა, რომ სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.

„განვაგრძობთ თანამშრომლობას ეროვნულ ბანკთან. დღეს ნათია თურნავასთან შეხვედრისას, განვიხილეთ მიმდინარე საკითხები. ვმუშაობთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის რამდენიმე იყო ისეთი,  რომლის განხილვაც ბანკებს უნდოდათ, ძირითადად ეს ეხება სამომხმარებლო სესხებს, კაპიტალის  ბუფერებთან დაკავშირებულ საკითხს და სხვა.

ცხადია, სხვა თემებსაც შევეხეთ, რაზეც  დამაიმედებელი პასუხები მივიღეთ.  ძირითადი საკითხები უფრო ფუნდამენტურია. მიმდინარეობს განხილვები სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც. მათ შორისაა საბანკო სექტორის მდგრადობა, ვინაიდან უფრო რთული ვითარებაა სხვა პერიოდთან შედარებით, თუმცა საბანკო სისტემა არის მყარი და ამაზე მუდმივად ვაკეთებდით აქცენტს, რასაც აჩვენებს რეალობაც.

ამასთან, ყურადღება გავამახვილეთ მარეგულირებლის მხრიდან იმ მოთხოვნებზე, რამაც კიდევ ერთხელ შეუწყო  ხელი, რომ სტაბილურობა შეენარჩუნებინა საბანკო სექტორს. ითქვა, რომ გარკვეული მოთხოვნები არის უფრო მკაცრიც, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო. დღეს  არის დრო, ვისაუბროთ, როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი ეკონომიკურ ზრდას.

ამდენად ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც მივიღეთ კონკრეტული პასუხები. ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას კვლავინდებურად განვაგრძობთ“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე Business Insider Georgia- თან.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებზე, სამომავლო სიახლეებსა და არსებულ გამოწვევებზე.

როგორც ცნობილია, საბანკო ასოციაციასთან შეხვედრამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი უკვე შეხვდა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს.

იგივე თემაზე:

 ჩვენი საბანკო სისტემა საკმაოდ ძლიერი, დაბალრისკიანი და მდგრადია სხვადასხვა შოკების მიმართ - ნათია თურნავა

სებ-ი სამომხმარებლო სესხების ვადიანობის გაზრდაზე იმსჯელებს - ნათია თურნავა

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები