დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებების შედეგად,  მომხმარებელთა სასარგებლოდ ჯამში 100 ათასზე მეტი ლარია ანაზღაურებული

სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებების შედეგად, მომხმარებელთა სასარგებლოდ ჯამში 100 ათასზე მეტი ლარია ანაზღაურებული

10-10-2024 15:53:00

 

2023 წლის დეკემბრიდან დღემდე მომხმარებლებს 100 ათასზე მეტი ლარი აუნაზღაურდათ, - ამის შესახებ საგადახდო სისტემების დეპარტამენტის წარმომადგენელმა - ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა დავით ზუხბაიამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში დავების განმხილველმა კომისიამ ჯამში 30-მდე დავა განიხილა, რომელთა უმეტესობა მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა.

“კომისიის მანდატს წარმოადგენს არაავტორიზებული ოპერაციები. სფერო მოიცავს გადახდის ოპერაციებს, რაც თავის თავში მოიაზრებს, მათ შორის, არაავტორიზებულ ოპერაციებს, არასწორად და დაგვიანებულად შესრულებულ ოპერაციებს. შესაძლოა ასევე ეხებოდეს საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და ა.შ. ზოგადად კომისიის სფერო არის საგადახდო მომსახურება როგორც ელექტრონული გადახდები, ასევე არაელექტრონული გადახდები. შესაბამისად, ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც არის ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ან რეგისტრირებული პროვაიდერის მომხმარებელი, თუკი თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა და მიიღო ფინანსური ზიანი, შეუძლია მიმართოს კომისიას. 2023 წლის პირველი დეკემბრიდან დღემდე კომისიის მიერ განხილულია 30-მდე საჩივარი, რომლის უმეტესობა მომხმარებლების სასარგებლოდ დაკმაყოფილდა“, - აღნიშნა დავით ზუხბაიამ.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ 10 შემთხვევაში პროვაიდერებმა, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, პირდაპირ აუნაზღაურეს განხილვის პერიოდში მომხმარებლებს თანხა. ჯამურად, საუბარია 57 ათას ლარზე. დავით ზუხბაიას განცხადებით, დავების კომისიისთვის მიმართვა მომხმარებლებს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ.

“კომისიას კანონმდებლობით დავების განხილვისთვის 3-თვიანი ვადა აქვს, რომელიც შესაძლებელია გახანგრძლივდეს ერთი თვით. რაც შეეხება სასამართლოსთვის მიმართვას - რა თქმა უნდა, ეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მომხმარებლებს, კომერციულ ბანკებს, ან სხვა პროვაიდერებს შეუძლიათ ერთი თვის განმავლობაში მიმართონ სასამართლოს კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის. იმ შემთხვევაში თუ დავა პარალელურად მიმდინარეობს სასამართლოში - ასეთ დროს კომისია განიხილავს ამ ინფორმაციას საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე და აღარ მიიღებს დავას წარმოებაში, ხოლო თუ აღმოჩნდა, რომ დავა წარმოებაშია მიღებული და მომხმარებელმა შემდეგ მიმართა სასამართლოს, კანონმდებლობის საფუძველზე ამ შემთხვევაშიც შეწყდება დავა, რადგან ერთსა და იმავე საკითხზე ორი პარალელური დავა არ მიმდინარეობდეს“, - აღნიშნა სებ-ის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ დავების კომისია არ განიხილავს დავას, სადაც სადავო თანხა აჭარბებს 50 ათასი ლარს. ზუხბაიას თქმით, თუკი 50 ათას ლარი ან მასზე ნაკლებია თანხა, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომისიას, ხოლო თუ 50 ათას ლარზე მეტია, მაშინ კომისიაში ვერ შეძლებს დავას და შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები