სებ-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინაგრო დააჯარიმა.
ირკვევა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში არასწორი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის 2 შემთხვევის გამო - „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ - 4,000 ლარი;
საერთო ჯამში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 4,000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით
უახლესი
58 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა