სებ-მა მეორად ბაზარზე ფასიანი ქაღალდების შეძენა დროებით შეწყვიტა, ამის შესახებ საუბარია სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ სადეპუტატო კითხვის პასუხად დეპუტატისთვის მიწერილ წერილში.
როგორც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წლის აგვისტოში, ლიკვიდობაზე მოთხოვნის დაბალი დონიდან გამომდინარეობს.
„რაც შეეხება სებ-ის მიერ მეორად ბაზარზე ფასიანი ქაღალდების შესყიდვას, ეს არის ლიკვიდობის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. სავალუტო ინტერვენციებით ლიკვიდობის მიწოდება, პირველ ეტაპზე, ბალანსდება რეფინანსირების სესხების შემცირებული დონით.
იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნის შემცირება შენარჩუნდება ან გაგრძელდება, სხვა თანაბარ პირობებში, სებ მეორად ბაზარზე ფასიან ქაღალდებს დროებით აღარ შეიძენს და, საჭიროების შემთხვევაში, გაყიდის მის მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებს ან/და გამოუშვებს სადეპოზიტო სერტიფიკატებს. აქვე შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აგვისტოში, ლიკვიდობაზე მოთხოვნის დაბალი დონიდან გამომდინარე, სებ-მა დროებით შეწყვიტა მეორად ბაზარზე ფასიანი ქაღალდების შეძენა“, - აღნიშნულია წერილში.
უახლესი