დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ის მიერ საპენსიო აქტივების მართვის ეფექტური ზედამხედველობა უნდა მოხდეს - ნიკოლოზ გაგუა

სებ-ის მიერ საპენსიო აქტივების მართვის ეფექტური ზედამხედველობა უნდა მოხდეს - ნიკოლოზ გაგუა

25-08-2023 13:12:41

მინდა მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ ის პროცესები, რომლითაც იმართება საპენსიო აქტივების ზედამხედველობა წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკებზეა აწყობილი. ზედამხედველობის მიზანია მოსახლეობის საპენსიო აქტივებისა და შემოსავლის მაქსიმალური ამონაგების უზრუნველყოფა, მისაღები რისკების ფარგლებში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმაი, ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა. 

„მინდა განვმარტო თუ ზოგადად აქტივების მართვის როგორი სისტემაა საპენსიო სისტემაში. ჩვენი აქტივების მართვის სისტემა ეყრდნობა ორ პრინციპს. პირველი: აქტივების მმართველი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მაღალი პროფესიონალურებით გამორჩეული და მეორე: უნდა მოხდეს სებ-ის მიერ ამ პროცესში ეფექტური ზედამხედველობა.

დამოუკიდებლობა როგორ არის უზრუნველყოფილი? ჩვენ გვყავს მოწვეული საინვესტიციო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საერთაშორისო დონის მაღალი პროფესიონალები, ამ საქმეში გამორჩეული გამოცდილების მქონე ხალხი.

მინდა საზოგადოებას მოვუწოდო ეწვიონ საპენსიო სააგენტოს ვებგვერდს და გაეცნონ აქტივების მმართველებს.

მინდა ხაზი გავუსვა თუ როგორ ვაპირებთ დამოუკიდებელი აქტივების მართვის კიდევ უფრო გაძლიერებას მომავალში: 2025 წლიდან საპენსიო სისტემაში ანუ აქტივების მართვაში დაშვებული იქნებიან კერძო აქტივების მმართველები და საინვესტიციო საბჭოსთან ერთად განახორციელებენ აქტივების მართვას, ხოლო თითოეულ მონაწილეს ექნება არჩევანის საშუალება და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რომ რომელი და როგორი აქტივების მართვა სურთ. ეს იქნება სრულად თავისუფალ არჩევანზე დამყარებული სისტემა და მონაწილე თავად ინდივიდუალურად მიიღებს თავის საინვესტიციო გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისივე თქმით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა არის პიროვნების, მონაწილის დანაზოგი, მათი საკუთრება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილეს ჰქონდეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

„დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა მიმდინარე თვეს როცა პორტფელების არჩევა შეუძლია მომხმარებელს, ხოლო 1 წელიწადში საშუალება ექნება აქტივების მმართველი შეარჩიოს.

ფრაზა “მიიღეთ აქტიური საინვესტიციო გადაწყვეტილება“ გვინდა, რომ უფრო პოპულარული გავხადოთ. ეს არის დაგროვებითი საპენსიო სისტემის მთავარი პრინციპი.

საპენსიო აქტივების ზედამხედველობას ახორციელებს სებ-ი და ეროვნული ბანკი არის ფინანსური სექტორის ზედამხედველი. სადაზღვევო სექტორის გარდა ჩვენ ყველა სხვა დარგებში ფინანსური სექტორს ვზედამხედველობთ.

მინდა მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ ის პროცესები რომლითაც იმართება საპენსიო აქტივების ზედამხედველობა ესეც წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკებზე არის აწყობილი. ზედამხედველობის მიზანია მოსახლეობის საპენსიო აქტივებისა და შემოსავლის მაქსიმალური ამონაგების უზრუნველყოფა, მისაღები რისკების ფარგლებში“, - განაცხადა გაგუამ.

კითხვაზე თუ ვინ შეძლებს კერძო აქტივების მმართველები იყოს, სებ-ში გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა გაგუამ განაცხადა, რომ მმართველების შერჩევას მაღალი პროფესიონალიზმისა და კარგი გამოცდილების საფუძველზე სებ-ი უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს ამოიწურა 5-წლიანი ვადა, როცა კანონი საპენსიო სააგენტოს ავალდებულებდა, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები დაებანდებინა მხოლოდ ნაკლებად რისკიან პორტფელში. ახლა სავალდებულოა, მოქალაქემ თავად შეაფასოს რისკები თანხის დასაბანდებლად. 6 სექტემბრამდე დასაქმებულებმა უნდა აირჩიონ, სად დააბანდონ დაგროვებული საპენსიო თანხა - ნაკლებრისკიან, საშუალორისკიან თუ მაღალრისკიან პორტფელებში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები