დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ის მიერ სანქციათა რეჟიმების აღსრულების წესში გასულ წელს შეტანილი ცვლილება საერთაშორისო სანქციების მოქმედებას ეჭვქვეშ არ აყენებს - ლადო პაპავა

სებ-ის მიერ სანქციათა რეჟიმების აღსრულების წესში გასულ წელს შეტანილი ცვლილება საერთაშორისო სანქციების მოქმედებას ეჭვქვეშ არ აყენებს - ლადო პაპავა

18-09-2024 14:53:00

საქართველოს საბანკო სისტემა მკაცრად იცავს სანქციებს და აქედან გამომდინარე არ ყოფილა რაიმე პრეცედენტი, თუნდაც რაიმე შეცდომა ან გადაცდომა დაშვებული ამ კუთხით, - აცხადებს აკადემიკოსი ლადო პაპავა.

მისი თქმით, თუ რაიმე საფრთხე შეიქმნება, ამაზე რეაქცია ექნებათ როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს, მეგობარ სახელმწიფოებს.

„აქამდე ასე მოვედით და მჯერა, რომ მომავალშიც საქართველო ერთგული დარჩება იმ სანქციების, რომლის არდარღვევის ვალდებულებაც აქვს. რაიმე პრობლემა საბანკო სისტემასა და ეროვნულ ვალუტას არ ემუქრება. წმინდა მაკროეკონომიკური საფუძვლები ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით არის მხოლოდ და მხოლოდ მისი სტაბილურობის გარანტი და საბანკო სისტემა არის საკმაოდ ჯანსაღი“,- განაცხადა ლადო პაპავამ.

ამასთან, აკადემიკოსი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა რეჟიმების აღსრულების წესში გასულ წელს შეტანილი ცვლილება არ არის საფრთხის შემცველი და საერთაშორისო სანქციების მოქმედებას ეჭვის ქვეშ არ აყენებს.

„მთავარი არის ის, რომ როდესაც ეს წესი იყო მიღებული ეროვნული ბანკის მიერ, ამას არ მოჰყოლია რაიმე რეაქცია არც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, არც საქართველოს მეგობარი ქვეყნებიდან, არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიდან. ეს წესი რომ ყოფილიყო სანქციების დამრღვევი, რა თქმა უნდა, ამაზე აუცილებლად იქნებოდა სათანადო რეაგირება“, - აღნიშნავს ლადო პაპავა.

აკადემიკოსი ასევე განმარტავს, რომ სანქციების დაწესება არ ნიშნავს მის ავტომატურად გავრცელებას ყველა ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგალითად ევროკავშირში ასევე მის წევრ სახელმწიფოებში საკანონმდებლო დონეზე არსებობს სანქციების ცნობის და აღსრულების მექანიზმი, რომლითაც განსაზღვრულია მისი აღმასრულებელი ორგანო, გამონაკლისები და აღსრულების ფორმები, ასევე, პასუხისმგებლობები.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები