ეროვნული ბანკის მიერ არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარის 300 000-დან 400 000 ლარამდე ზრდას დადებითად აფასებს თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია. როგორც ნადარაია აცხადებს, მაკროეკონომიკური გარემო ამის საშუალებას იძლევა.
„ამ გადაწყვეტილებას უფრო მორგებულ ჩარჩოს დავარქმევდი, რადგან სადაც შემოსავალი მოწყვლადი ჯგუფებისთვის ლარშია, სესხიც ლარში უნდა იყოს. ამ მხრივ ვფიქრობ, სებ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უფრო მორგებული ჩარჩოსკენ გადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ მაკროეკონომიკური გარემო როგორც ეს კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა“, - აღნიშნა თიბისი ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა.
მისივე განმარტებით, სებ-ის ორმხრივ ინტერვენციებს სავალუტო კურსის სტაბილურობას ხელს უწყობს.
„ერთი მხრივ, ეს იყო შემზღუდავი, ვისაც 300 000 ლარზე მეტი სესხის აღება უნდოდა ვალუტაში, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი დათქმა არაჰეჯირებულზე. ანუ ვისაც ლარში აქვს შემოსავალი მათთვის შემზღუდველი არის, მაგრამ რისკის კუთხით მნიშვნელოვანია, რადგანაც ბოლო პერიოდში ვნახეთ ვალუტის შედარებით სტაბილურობა, რაც ერთი მხრივ გამოწვეულია იმით, რომ საგარეო ფაქტორების, გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად გავლენა საქართველოსთვის ისეთი მწვავე არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია სებ-ის ორმხრივი ინტერვენციები. გამოვყოფდი, რომ სებ-ის ორმხრივი ინტერვენციები სავალუტო კურსის სტაბილურობას ხელს უწყობს, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არ ვართ კურსის მერყეობისგან დაზღვეულები. მსოფლიოში ისეთი ვითარებაა, რომ არ ვიცით ხვალ რა იქნება, ამიტომ სავალუტო რისკი მნიშვნელოვანი რისკია და ეტაპობრივად ამ ზღვარის გაზრდა ამ რისკის დაზღვევას ემსახურება“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.
თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ფიქრობს, რომ თუ საკრედიტო აქტივობის სტრუქტურას შევხედავთ, ბოლო პერიოდში ფიზიკური პირების სეგმენტში ზრდა ისედაც ლარის სესხებზე იყო.
„ვალუტის სესხებიც მზარდია, მაგრამ აქ არის ძირითადად მსხვილი სესხები. ანუ საუბარია მსხვილ ბიზნესებსა და მსხვილ პროექტებზე. ამიტომ სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების ზრდის ტემპი ძირითადად ლარში იყო და იმის თქმა, რომ საკრედიტო აქტივობას ეს მნიშვნელოვნად შეაფერხებს, ეს ასე არ არის“, - აცხადებს ნადარაია.
უახლესი
1 საათის წინ
მანქანის ჩანაცვლების სერვისი ალდაგისგან1 საათის წინ
რამდენ პროექტს აერთიანებს „მეტროპოლის" პორტფელი