თელავის აეროპორტის მშენებლობა ბიზნესებისთვის არის მყარი გარანტია, რომ მიმდინარე მაჩვენებლები და დატვირთულობა შემდგომ კიდევ უფრო გაიზრდება და იქნება სტიმული გაფართოების, განვითარების და ახალი ადგილების შექმნის, - აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანია Schuchmann Group-ის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა.
Schuchmann Group-ი კი კახეთში, სოფელ კისისხევში შატოს, სასტუმროს, ვილებს, სპას და სხვა ტურისტულ ინფრასტრუქტურას ფლობს. Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA-ს ოფიციალურად აქვს მინიჭებული საერთაშორისო კურორტის სტატუსი და პოპულარულია როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის.
„წლევანდელი წელი ტურიზმის კუთხით Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA -სთვის საკმაოდ დიდი აქტიურობით გამოირჩევა. შატო კახეთში კერძოდ კისისხევში მდებარეობს და კომპლექსი აერთიანებს რესტორანს, ღვინის ბარს, მარნებს, ღვინის სპას, აუზებს, სარეკრეაციო სივრცეებს. ჩვენთან ტურისტები ძირითადად ღვინის ტურიზმის სერვისების მისაღებად მოდიან, სადაც გასტრო და ღვინის მიმართულება არის ჩვენი წამყვანი პროდუქტი. რა რასაკვირველია ასევე სარელაქსაციო ველნესის მიმართულება - ღვინის სპა.
Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA -ს ძალიან მაღალი დატვირთულობა აქვს, საუბარია 90%-იან დატვირთულობაზე, რომლის წლის ჭრილში 70%-იან დატვირთულობას გვაძლევს. ეს საკმაოდ კარგი მონაცემებია და გამომდინარეობს მრავალი ფაქტორისგან. დაანონსებულია თელავის აეროპორტის მშენებლობა, რომელიც ბიზნესებისთვის არის ის მყარი გარანტია, რომ მიმდინარე ციფრები და დატვირთულობა შემდგომ უფრო მაღალი იქნება. ეს იქნება სტიმული გაფართოების, განვითარების და ახალი ადგილების შექმნის.
გარდა ამისა, როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურაზე, ინტენსიურად კეთდება გზები. გომბორზე მიმდინარებს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება, თუმცა ეს არ ყოფილა ხელისშემშლელი ფაქტორი კახეთისთვის. ძალიან მალე ჩვენ მივიღებთ გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ ძალიან გამართულ გზას, რომელიც ასევე კომფორტულია ჩვენი სტუმრებისთვის. საგზაო და საჰაერო ინფრასტრუქტურა უფრო მეტ სტიმულს გაუჩენს კახეთის რეგიონს“, - აცხადებს Schuchmann Group-ის ხელმძღვანელი.
ნუცა აბრამიშვილის თქმით, Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA-ს სტუმრების 40% ადგილობრივი, ხოლო 60%-ი უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან.
„შარშანდელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა გაზრდილია, დაახლოებით 10%-იანი ზრდა გვაქვს. რაც იმის მანიშნებელია, რომ წლიდან წლამდე ქვეყანაში ტურიზმი იზრდება და ჩვენი შატოს ვიზიტორების რაოდენობაც იზრდება. რაც შეეხება Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA-ს სტუმართა გეოგრაფიას, 40%-ი მოდის ადგილობრივ სტუმრებზე, ხოლო 60%-ი უცხოელებზე. უცხოელი სტუმრები არიან ძირითადად ევროპიდან. ეს არის ხალხი, რომელთაც აინტერესებთ ეზიარონ ქართულ კულტურას, ისტორიას, 8000 წლიანი ღვინის ტრადიციას.
Schuchmann Wines Chateau შექმნილია ქართულ მოტივებზე, ის აერთიანებს ყველა მნიშვნელოვან სექტორს ქართული ეკონომიკის და არის მნიშვნელოვანი შეხვედრების ადგილი კახეთში“, - აცხადებს Schuchmann Group-ის გენერალური დირექტორი.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა