საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-მა ბათუმის მიმართულებით ფრენები განაახლა. ავიაკომპანიამ მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი დღეს რიადიდან შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია ბათუმში ფრენებს საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან უზრუნველყოფს.
Flynas-ი ბათუმის მიმართულებით დამამიდან ფრენებს კვირაში 5 სიხშირით განახორციელებს, ჯედადან 12 სიხშირით , ხოლო რიადიდან 14 სიხშირით.
აღსანიშნავია, რომ 23 მარტს საუდის არაბეთში საქართველოს ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი ავიაკომპანია Flynas-ის გენერალურ დირექტორს ბანდერ აბდულრაჰმან ალ-მოჰანას შეხვდა. .
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების საკითხი და მომავალი თანამშრომლობის გზები.
საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანიისთვის საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებას.
2022 წელს საქართველოს ეწვია 119,921 საუდელი ტურისტი.
უახლესი