ბოლო პერიოდში საწვავის ფასების სწრაფი ზრდა სექტემბრის ინფლაციაზე მხოლოდ ნაწილობრივ აისახა. მოსალოდნელია, რომ დანარჩენი ზრდა ოქტომბრის ინფლაციაზე აისახება, - ამის შესახებ სებ-ის ოქტომბრის თვის მიმოხილვაშია ნათქვამი.
ამასთა, სებ-ი აცხადებს, რომ ჯამური ინფლაცია კვალავაც მნიშვნელოვნად დაბალი იქნება 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე.
Business Insider Georgia -მ 28 სექტემბერს სადისტრიბუციო ქსელებში დაფიქსირებული ფასები, სამი თვის უკან არსებულ ფასებს შეადარა. სხვადასხვა ტიპის საწვავი ქსელურ ავტოგასამართ სადგურებზე +5-დან 28 თეთრის ფარგლებში გაძვირდა. ყველაზე მაღალი ფასები „ვისოლის“ ქსელში ფიქსირდება.
იგივე თემაზე:
უახლესი