დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საცხოვრებელი ფართისა და ავტოსადგომის ფასებით ბათუმმა თბილისს გაუსწრო - თიბისი კაპიტალი

საცხოვრებელი ფართისა და ავტოსადგომის ფასებით ბათუმმა თბილისს გაუსწრო - თიბისი კაპიტალი

21-05-2023 19:00:05

თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, შერჩეულ დეველოპერულ პროექტებში საცხოვრებელი ფართის საშულო გასაყიდმა ფასმა თბილისში 1,092 $/კვ.მ შეადგინა, ხოლო ბათუმში 1,159 $/კვ.მ. ავტოსადგომის საშუალო ფასის შემთხვევაში განსხვავება კიდევ უფრო შესამჩნევია: $8,974 თბილისში და $11,538 ბათუმში.

ის ფაქტი რომ ბათუმში როგორც საცხოვრებელი ფართის, ასევე ავტოსადგომის საშუალო ფასი აღემატება თბილისში არსებულ ფასებს, შესაძლოა განპირობებული იყოს დეველოპერული პროექტების შერჩევით - ბათუმში შერჩეული პროექტების უმეტესობა მდებარეობს პირველ სანაპირო ზოლში, რომელიც, (წყარო: თიბისი კაპიტალი) ზოგადად, მაღალი გასაყიდი ფასებით გამოირჩევა.

დეველოპერული პროექტების დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ საცხოვრებელ ფართის და ავტოსადგომის გასაყიდ ფასებს შორის ძლიერი დადებითი კავშირი არსებობს. მ

სგავსი კავშირი ასევე შესამჩნევია დეველოპერული პროექტის მთლიან ხარჯსა ($/კვ. მ) და საცხოვრებელი ფართის გასაყიდ ფასს შორის.

მთლიანი დეველოპერული პროექტის განხორციელების ხარჯების უდიდესი ნაწილი (61% თბილისის და 67% ბათუმის შემთხვევაში) სამშენებლო მასალების შეძენაზე და მშენებლობის პროცესზე მოდის. ხარჯების სიდიდით მეორე კომპონენტია დღგ-ს და სესხის მომსახურების ხარჯები (17% თბილისის და 14% ბათუმის შემთხვევაში).

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მიწის შეძენის ღირებულებაც. თბილისში მისი წილი დეველოპერული პროექტის მთლიან ხარჯებში 14%-ს, ხოლო ბათუმში 8%-ს შეადგენს.

ქალაქებს შორის ეს განსხვავება გამოწვეულია არა მიწის ღირებულებაში განსხვავებით, არამედ დეველოპერული (წყარო: თიბისი კაპიტალი) პროექტების სპეციფიკით: ბათუმში შერჩეული პროექტების მოცულობა გაცილებით მაღალია ვიდრე თბილისში, რაც მიწის ღირებულების წილს ამცირებს მთლიან ხარჯებში.

პროექტირების ხარჯების წილი მთლიანი დეველოპერული პროექტის ღირებულებაში დაახლოებით 6%-ს, ხოლო გაყიდვებისა და მარკეტინგული ხარჯების წილი 4%-ს შეადგენს

ორივე ქალაქში. 2022 წელს დეველოპერულ პროექტების საშუალო ხარჯი სამშენებლო ფართის 1 კვ.მზე თბილისის შემთხვევაში შეადგენდა $546- ს, ბათუმში კი $502-ს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები