დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საწარმო „მწნილების მეფე“ საფირმო მაღაზიის გახსნას და ექსპორტზე გასვლას გეგმავს

საწარმო „მწნილების მეფე“ საფირმო მაღაზიის გახსნას და ექსპორტზე გასვლას გეგმავს

06-09-2023 13:00:03

 

მწნილების საწარმო ,,მწნილების მეფე" ადგილობრივ ბაზარზე გაფართოებას და საფირმო მაღაზიის გახსნას გეგმავს. კომპანია სულ ახლახან დაფუძნდა და უმოკლეს პერიოდშივე ძალიან პოპულარული გახდა.

როგორც შპს ,,მწნილების მეფის" დამფუძნებელი, მეწარმე ჯონდო ცერცვაძე Busiess Insider Georgia-თან ამბობს, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, გაფართოება იგეგმება. საწყის ეტაპზე პროდუქცია ქსელურ მარკეტებში გაიყიდება, რაზეც რითეილ სექტორთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

,,მწნილებს თავიდან ოჯახურ პირობებში ვაწარმოებდით და სხვადასხვა გამოფენაზე გაგვქონდა. იმდენად მოსწონდა საზოგადოებას, რომ ამ ხაზის განვითარება გადავწყვიტე, ჩავერთე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ პროექტებში, მეწარმეობის ტრენინგები გავიარე და ბიზნესის კეთება გადავწყვიტე. მიზნად დავისახე ისეთი პროდუქტის წარმოება, რომელიც ხალხს მოსწონს, პოპულარულია და, რაც მთავარია, ქართულია. დღეს უკვე გამართული ბიზნესი მაქვს. ვაწარმოებთ ნივრის ღეროების მწნილს, რომელიც უშუალოდ ჩემი საფირმო კერძია, ბაზარზე ამ პროდუქტს ანალოგი არ აქვს.

მისი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებისა, ნივრის მწნილი გამოირჩევა მნიშვნელოვანი შემადგენლობითაც, რაც მრავალი დაავადებისა და ინფექციებისაგან გვიცავს, გარდა ამისა ის ხელს უწყობს წონაში კლების პროცესს. იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ უკვე ვგეგმავ ბრენდული მაღაზიის გახსნას. ადგილობრივ ბაზარზე უნდა გავფართოვდეთ და რითეილ სექტორი მოვიცვათ. ვფიქრობთ ექსპორტზეც, ამიტომ ვმუშაობთ, რომ დავხვეწოთ სტანდარტი და ევროკავშირის მოთხოვნებს შევუსაბამოთ", - ამბობს ჯონდო ცერცვაძე.

პროდუქტისთვის ნედლეულს საკუთარი მეურნეობიდან აწარმოებს და ასევე ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს. ამ ეტაპზე ,,მწნილების მეფის" სახელწოდებით იწარმოება ნივრის, ნივრის ღეროების, კიტრის და ჯონჯოლის მწნილები.

მაღალ ხარისხს, როგორც მეწარმე აღნიშნავს, სწორად შერჩეული პროდუქტი და სპეციალური დამუშავების ტექნიკა განაპირობებს.

100%-ით ქართული პროდუქტი 250 და 450 გრამიანი მინის ქილებით იყიდება და ფასები საშუალოდ 4-6 ლარის ფარგლებშია.

საწარმო ,,მწნილების მეფე" გორში მდებარეობს. ამ ეტაპზე კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული. წარმოების გაფართოების შემთხვევაში, საწარმოში დაახლოებით 40-მდე ადამიანი დასაქმდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები