დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთი 5%-ით იზრდება

სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთი 5%-ით იზრდება

03-11-2023 14:16:35

მთავრობა სათამაშო ბიზნესის წნეხს ზრდის. როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ახალი ინიციატივით სათამაშო ბიზნესი 15%-ით დაიბეგრება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე გადაგზავნილია. 

„გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობას წარვუდგენთ ახალ ინიციატივას, რომელიც ახლა მინდა, რომ საზოგადოებას გავაცნო. სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის  განაკვეთები უნდა შევცვალოთ და გეგმის მიხედვით, ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15 %-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10%-ისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 %- ით, დღეს მოქმედი 2%-ის  ნაცვლად.

ასევე მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ აღნიშნული ცვლილებები დამატებით ბიუჯეტში მოიტანს 400 მილიონ ლარს. 300 მილიონი ბანკებიდან, 400 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან ამ ცვლილების შედეგად, ჯამში 700 მილიონი დამატებითი შემოსავალი გვექნება 2024 წელს. აქვე მინდა ერთის მხრივ გაკვირვება გამოვხატო, მეორეს მხრივ, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. მე ნამდვილად არ მიხარია, ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. ცნობისთვის, უბრალოდ მინდა, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. იცით, რომ ჩვენ შარშან გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, როცა ავკრძალეთ რეკლამა და ასევე, 25 წლამდე შევუზღუდეთ ჩვენს მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ავტომატურად მილიონ 500 ათას მოქალაქეს შეეზღუდა სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მოქალაქე არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავუზარდოთ დამატებით გადასახადები ამ ბიზნესს და როგორც მოგახსენეთ, დამატებით 400 მილიონი ლარი იქნება დამატებით ამოღებული",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 - აღნიშნა პრემიერმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები