დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასტუმროსა და რესტორნის ერთობლიობით თბილისის ავთენტური ტურისტული ლოკაცია ჩამოვაყალიბეთ - ,,ჯინჯერი"

სასტუმროსა და რესტორნის ერთობლიობით თბილისის ავთენტური ტურისტული ლოკაცია ჩამოვაყალიბეთ - ,,ჯინჯერი"

28-10-2023 15:57:29

 

სასტუმრო ,,ჯინჯერი"  სულ რაღაც 1 წლის წინ შეიქმნა. მისი მთავარი მიზანი იყო, სასტუმროსა და რესტორნის ერთობლიობით თბილისის ავთენტური ტურისტული ლოკაცია შეექმნა, რაც წარმატებით განხორციელდა. „ჯინჯერი“ თბილისის ისტორიულ ნაწილს ამაღლებული წერტილიდან გადმოჰყურებს. 
დახვეწილი, მშვიდი გარემო  და ქალაქის გადაშლილი ხედები სტუმრებს ემოციებით ავსებს. როგორც სასტუმროს წარმომადგენელი ამბობს, ,,ჯინჯერი" არის ადგილი, სადაც ყველა სტუმარი და მასპინძელი თავს კომფორტულად გრძნობს. ამაზე სასტუმროს მთელი გუნდი ზრუნავს.
,,ჩვენი განსაკუთრებული მისიაა - გვინდოდა სასტუმროსა და რესტორნის ერთობლიობით თბილისის ავთენტური ტურისტული ლოკაცია ჩამოგვეყალიბებინა. ადგილობრივი სტუმრებისთვის იგი განტვირთვის საუკეთესო ადგილია, უცხოელი ვიზიტორებისთვის კი ერთგვარი გიდის ფუნქციას შეითავსა - დაწყებული საქართველოში ვიზიტის წახალისებით (სასტუმროს რეკლამირება), გაგრძელებული ადგილზე თბილისის ღირსეულად წარმოჩენით -  ისტორიების, სამზარეულოსა თუ ხელოვნების პრეზენტირებით", - ამბობს სასტუმროს წარმომადგენელი.
რესტორანი „ჯინჯერი“  დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. კერძები ქართული სამზარეულოდანაა და მაქსიმალურად გამრავალფეროვნებულია თანამედროვე კომბინაციებით.  
,,რესტორანს პერიოდულად აქვს შეთავაზებები სტუმრებისთვის:  მენიუები დაბადების დღისთვის, სეზონური მენიუები და ა.შ. სიახლეების შემოტანა ქართულ სამზარეულოში და ჩვენი შეფების ექსპერიმენტები ყოველთვის იმსახურებს სტუმრების მოწონებას. ინტენსიურად  ვმასპინძლობთ როგორც ინდივიდუალურ სტუმრებს, ასევე კორპორატიულ წვეულებებსა თუ პატარა ქორწილებს. ორივე სეგმენტში - სასტუმროსა და რესტორანში მომხმარებლები  როგორც ადგილობრივი სტუმრები, ისე უცხოელი ვიზიტორები არიან", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან.
რესტორანი „ჯინჯერი“ 2022 წლის აგვისტოში შეიქმნა. სასტუმრო ოთხი სხვადასხვა კატეგორიის 28 ნომერს მოიცავს. აქვეა ფუნქციონირებს მაღალი კლასის რესტორანი (შიდა სივრცით და დიდი ტერასით) , რომელიც სტუმრებს ქართული ტრადიციული სამზარეულოსა და თანამედროვე ვარიაციების სინთეზს სთავაზობს. 
ოფიციალური შეკრებებისთვის კი  ორი  სხვადასხვა ტევადობის საკონფერენციო სივრცეა განთავსებული, რომლებიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით.

ცნობისთვის, სასტუმრო ,,ჯინჯერი"  2022 წელს გაიხსნა და ამ ეტაპზე 30 ადამიანს სტაბილურად ასაქმებს.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები