დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასტუმროს დატვირთულობა მაღალია  -  „ვილა მოსავალი“

სასტუმროს დატვირთულობა მაღალია - „ვილა მოსავალი“

23-07-2024 16:00:00

სასტუმროს დატვირთულობა მაღალია, ძირითადად საქართველოს მოქალაქეები გვსტუმრობენ - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ვილა მოსავლის“ გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განუცხადა.

„ძირითადად საქართველოს მოქალაქეები გვსტუმრობენ, თუმცა არიან უცხოელებიც. ჩვენი ლოკაცია თბილისთან საკმაოდ ახლოა და ამიტომ ადგილობრივებისთვის დასვენებისთვის უალტერნატივო ადგილია. ერთი სასტუმრო ოთახის ფასი ორი ადამიანზე ფრანგული აივნით 310 ლარია, ხოლო ტერასული აივნით 380 ლარი. სერვისში შედის საუზმეც“,- ამბობს ნიკოლოზ შეყრილაძე.

ვილა მოსავალში“ განახლდა მენიუდაამატეს ახალი კერძები და კოქტეილები.

„ასევე შეგვიძლია გამოსაშვები საღამოს, კორპორაციული წვეულების, ქორწილის, ნიშნობის, დაბადების დღის დაგეგმვა შევთავაზოთ დამკვეთებს. ვგეგმავთ სარესტორნო სივრცის დასრულებასა და გახსნას, რომელიც 2 500 ადამიანზეა გათვლილი და ივენთ ჰოლი ფუნქცია ექნება“, - ამბობს ნიკოლოზ შეყრილაძე .

ასევე ვილა მოსავლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს აუზი. ⁠ორშაბათი - პარასკევის ტარიფია - 50 ლარი, ხოლო ⁠შაბათ - კვირას აუზით სარგებლობა 80 ლარი ღირს.

რაც შეეხება სასტუმროს, თითოეული ოთახი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა თუ ავეჯით, რათა მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ ჩვენთან სტუმრობის დროს. 26 სტანდარტული ოთახი, 2 დელუქსის ტიპისა და 3 საოჯახო ოთახი, სწორედ თქვენი კომფორტისთვისაა შექმნილი, რომლებიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ შესანიშნავი ხედებით“, - აცხადებენ სასტუმროში.

„ვილა მოსავალი" ოჯახური ბიზნესია, რომელიც 2018 წლიდან ნატახტარში ფუნქციონირებს. სასტუმროს გარდა, კომპანიის პორტფელშია მეღვინეობა, რესტორანი და ველნესი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები