სასტუმრო Kvareli Lake Resort • ყვარლის ტბა გაფართოვდა და ახალი სასტუმროს კარი სტუმრებისთვის უკვე გაიღო.
როგორც Business Insider Georgia-ს „ყვარლის ტბა“-ში განუცხადეს, ტერიტორიაზე ახალი სასტუმრო 1 თვის უკან გაიხსნა და ის 59 სასტუმრო ნომერს აერთიანებს.
„სეზონის განმავლობაში სასტუმრო „ყვარლის ტბა“-ზე მოთხოვნა სულ არის, როგორც შაბათ-კვირის, ისე კვირის სხვა დღეების განმავლობაში. რაც შეეხება ჩვენს სტუმრებს აქტიურად გვყავს, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლები“, - განმარტავენ სასტუმროში.
ირკვევა, რომ ახალი სასტუმრო ფლიგელის პარალელურად სასტუმროს ახალი სერვისიც დაემატა. მაგალითად თუ აქადე „ყვარლის ტბა“ მხოლოდ ღია აუზს აერთიანებდა, ახლა უკვე სასტუმროს დახურული აუზიც გააჩნია და სპა ცენტრიც, სადაც ფინური საუნაცაა განთავსებული. ახალ შენობას, დამატებითი ორი ტერასა აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი ყვარლის ტბას გადაჰყურებს, ხოლო მეორე ალაზნის ველს.
როგორც თიბისი ბანკის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, „ყვარლის ტბა“ თიბისის მხარდაჭერით, განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი ფლიგელით მასპინძლობს სტუმრებს, რომელიც 60 ნომერს, 2 რესტორანს, შიდა აუზსა და საკონფერენციო ოთახებს აერთიანებს
პროექტის ჯამური ღირებულება 37.6 მილიონი ლარია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობამ 25,5 მილიონი ლარი შეადგინა
გაფართოების შედეგად, სასტუმროში დამატებით 50 ადამიანი დასაქმდა
კავკასიონის მთების სამხრეთით, თბილისთან ახლოს, მევენახეობისა და მეღვინეობის უძველეს კერა, კახეთში, მთებითა და ტყეებით გარშემორტყმული სასტუმრო-კომპლექსი "ყვარლის ტბა" მდებარეობს.
მისი მშენებლობა 2010 წელს ყვარლის ტბის მიმდებარედ დაიწყო და დღეს თანამედროვე დიზაინის, კეთილმოწყობილ სასტუმროსა და მის მიმდებარე ტერიტორიას აერთიანებს.
ადაპტირებულ სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ 120 სტუმრიანი საკონფერენციო დარბაზით, ბარ-რესტორნით, ველობილიკებით, აუზით, გამაჯანსაღებელი და გასართობი სივრცეებით.
კურორტი უნიკალური ადგილია როგორც ოჯახური შეკრებებისათვის, ასევე საქმიანი შეხვედრების, ღონისძიებებისა და ქორწილებისათვის.
თანამშრომლებთან, საყვარელ ადამიანებთან, თუ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად კომპლექსის სტუმრებს საშუალება ეძლევათ თავი სხვადასხვა აქტივობით შეიქციონ.
წყლის ველოსიპედი, თხილამურები, თევზაობა, ექსკურსიები და ტბის ირგვლივ კეთილმოწყობილი საფეხმავლო ბილიკი დამსვენებლებისათვის საინტერესო თავგადასავალი და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
ბარ-რესტორნის სტუმრებს გამორჩეული სამზარეულო, მრავალფეროვანი გემო და ჯანსაღი პროდუქტისაგან მომზადებული ქართული ტრადიციული კერძები დახვდებათ.
სასტუმრო კომპლექსი “ყვარლის ტბა” მისი უნიკალური მდებარეობით, განსაკუთრებული დიზაინითა და მომსახურების მაღალი სერვისით გამოირჩევა. ის სასტუმროს როგორც ზრდასრულ, ასევე პატარა დამსვენებლებს წლის ნებისმიერ დროს სიმყუდროვესა და დაუვიწყარ ემოციებს ჰპირდება.
უახლესი
14 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება15 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით