2022 წლის სტატისტიკით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე შშმ პაციენტების რიცხოვნობამ 29 741 შეადგინა, აქედან 63%-ი კაცია, ხოლო დარჩენილი 37%-ი ქალი.
პროგრამით მოსარგებლე შშმ პაციენტებიდან გასული წლის სტატისტიკით, მკვეთრად გამოხატული (შშმ პირის სტატუსი) იყო 7 574 პაციენტი, მნიშვნელოვნად გამოხატული - 16 723 პაციენტი, ზომიერად გამოხატული - 1 478 პაციენტი, ხოლო შშმ ბავშვი - 3 966 პაციენტი.
საქსტატის ინფორმაციითვე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე შშმ პაციენტებში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობამ 2022 წელს 76 622 შეადგინა.
2022 წლის მაჩვენებლებს თუ 2021 წლის სტატისტიკას შევადარებთ სახეზეა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე შშმ პაციენტების რიცხოვნობა 6%-ითაა გაზრდილი, რადგანაც 2021 წელს პროგრამით მოსარგებლე შშმ პაციენტების რაოდენობა 28 100 პირი იყო.
რაც შეეხება შემთხვევების სტატისტიკას აქ 7%-იან კლება ფიქსირდება.
უახლესი