დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „კონკურენციის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონში" ცვილების შეტანის შესახებ იმსჯელა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „კონკურენციის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონში" ცვილების შეტანის შესახებ იმსჯელა

18-02-2025 15:41:00

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა „კონკურენციის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. 

 

მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა სხდომაზე განმარტა, რომ „კონკურენციის შესახებ" კანონიდან ამოღებული იქნება ის მუხლები და პუნქტები, რომელიც   კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მმართველობითი ორგანოს - 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრიანი საბჭოს შექმნას ითვალისწინებს.

 

მომხსენებლის განცხადებით, საბჭოს შექმნის თაობაზე ცვლილება თავდაპირველად 2021 წლიდან უნდა შესულიყო ძალაში, ამ თარიღმა შემდგომ რამდენჯერმე გადაიწია და ბოლო ვერსიით 2027 წელს უნდა ამოქმედებულიყო. „ინსტიტუციური ცვლილებების მასშტაბიდან გამომდინარე, მის პრაქტიკაში განხორციელებასთან მიმართებით არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც სააგენტოს  მატერიალურ - ტექნიკურ რესურსებთან, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ოდენობის წლიური სახსრების გამოყოფასთან. 

 

ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზების, შიდა ინსტიტუციური მზაობის, პროცესებისა და გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, აშკარა და ცხადი ხდება, რომ კონკურენციის უწყების მიერ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის აღსრულების ეფექტიანობის კავშირი კონკურენციის აღმასრულებელი უწყების ინსტიტუციურ-მმართველობით მოწყობასთან მიმართებით არარელევანტურია. შესაბამისად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ერთის მხრივ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის აღსრულება საქართველოში ეფექტურად ხორციელდება, ხოლო, მეორე მხრივ, ცვლილების ამოქმედება გამოიწვევს მნიშვნელოვანი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას, სამართლებრივად აზრს კარგავს ამ ცვლილების ამოქმედება", - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა. 

 

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდ ნაწილში არ არსებობს საბჭოს ტიპის ამგვარი მოწყობის პრაქტიკა. ამიტომ დღის წესრიგში დადგა წარმოდგენილი ცვლილების განხორციელების საკითხი. 

 

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გატანას.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები