კომპანია „საპნის სახლი“, ასორტიმენტს აფართოებს, მცირე საწარმოს აშენებას გეგმავს და ტურიზმის სეგმენტში შესასვლელად ემზადება. ამის შეახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ლაშა ლომიძემ განუცხადა.
მისი თქმით, კომპანიის ცნობადობა და წარმადობა ყოველწლიურად იზრდება.
„საპნის სახლის 6 სახეობის პროდუქტი სააფთიაქო ქსელში - „ჯიპისიში“, „ფარმადეპოში“, „დოიჩე აფთიაქსა“ და „ფარმ სახლში“ იყიდება. ახლახან დავამატეთ საპნის კიდევ 5 სახეობა და ახალი ასორტიმენტის შეძენა „დოიჩე აფთიაქსა“ და „ფარმ სახლშია“ შესაძლებელი. მიგვაჩნია, რომ „საპნის სახლი“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც ამზადებს ხელნაკეთ ნატურალურ საპნებს და ხელს უწყობს ამ პროდუქტის პოპულარიზაციას“, - ამბობს ლაშა ლომიძე.
რაც შეხება კომპანიის კონკურენტულ უპირატესობას, როგორც „საპნის სახლის“ თანადამფუძნებელი ამბობს, საპნის წარმოებაში იყენებენ ე.წ. ცივი დამზადების მეთოდს. წარმოებაში იყენებენ ნატურალურ გასუფთავებულ ზეთებს, ეთერზეთებს.
„ევროკავშირის ქვეყნებში ვმონაწილეობთ გამოფენებში. ექსპორტი შორი პერსპექტივაა, ჯერ ჩვენი მიზანია ადგილობრივი ბაზარი სრულად ავითვისოთ“, - ამბობს ლაშა ლომიძე. კ
ომპანია ასევე გეგმავს ჰორეკა და ტურიზმის სექტორში შესვლას.
„ზესტაფონში, ჩვენი სახლის ეზოში ვგეგმავთ იმერული ოდის ავთენტური დიზაინით საწარმოს მშენებლობას. ამ სივრცეში შევძლებთ ტურისტების მიღებას, სადაც გაეცნობიან ინფორმაციას საპნის წარმოებაზე, გაიმართება ვორქშოპი და მასტერკლასები. კომპანიის საქმიანობის პროცესში გამოიკვეთა, რომ ტურისტებს იზიდავთ საპნის დამზადების პროცესი“, - ამბობს ლაშა ლომიძე.
„საპნის სახლი“ 2017 წელს დაფუძნდა, საოჯახო ბიზნესია და ამ ეტაპზე სტაბილურად 10 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი