დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.9 მლრდ ლარი შეადგინა

საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.9 მლრდ ლარი შეადგინა

11-12-2024 13:05:00

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელების 2024 წლის ნოემბრის თვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.9 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.41 მილიარდ ლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით აკუმულირებული ამონაგებით როგორც ნომინალურ, ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს. 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 16.7% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 15.0% და 13.2% იყო.

აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. ნოემბრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 49.3%, დაბალანსებულში 30.4%, ხოლო კონსერვატიულში 17.0% იყო.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები