31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 4.4 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 856.7 მლნ ლარს მიაღწია. საპენსიო სააგენტოს ამონაგებზე დადებითი გავლენა იქონია, დეკემბერში გლობალურ ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ (+3.1% წინა თვესთან შედარებით). ერთის მხრივ, საქართველოში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები, მეორეს მხრივ, კი დაბალი ინფლაციის დონე, დადებით გავლენას ახდენს საპენსიო სააგენტოს რეალურ ამონაგებზე (ინფლაციის გათვალისწინებით). ჯამურმა რეალურმა ამონაგებმა დასაწყისიდან დღემდე 14.8% შეადგინა.
პორტფელების მიხედვით დეკემბრის თვის ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება:
• კონსერვატიული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 1.26%-ია, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 1.17%
• დაბალანსებული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 1.39%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 1.30%
• დინამიკური პორტფელი: ნომინალური ამონაგები 1.46%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 1.37%
ვრცლად, იხილეთ ანგარიშში: https://shorturl.at/mtKMQ
უახლესი
1 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა