სსიპ საპენსიო სააგენტო Bloomberg-ის ტერმინალის შეიძენს, რაშიც 29 000 დოლარს გადაიხდის. აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ინფორმაციის, ფინანსური კვლევების, სხვადასხვა ფასიანი ქაღალდების ფასების და მნიშვნელოვანი ფინანსური და არაფინანსური მონაცემების/კოეფიციენტების მოწოდებას.
„იმავდროულად, Bloomberg-ის ტერმინალი საინვესტიციო რისკების გაზომვისა და შეფასების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.
Bloomberg-ის ტერმინალი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პირდაპირ (რეალურ დროში, დაგვიანების გარეშე, უწყვეტ რეჟიმში მოწოდებას.
ამავდროულად, Bloomberg-ის ტერმინალი წარმოადგენს ელექტრონულ სავაჭრო არხს, რისი საშუალებითაც ხორციელდება ლოკალური, რეგიონალური და საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების (და სხვადასხვა ფინანსური აქტივების) შეძენა, გასხვისება, ფასების მონიტორინგი და პირდაპირი კომუნიკაცია ფინანსური ბაზრების სხვა მონაწილეებთან..
როგორც ცნობილია, სსიპ „საპენსიო სააგენტოს" რისკის კონტროლის სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საინვესტიციო რისკების იდენტიფიცირება, გაზომვა, შეფასება, კონტროლი და მონიტორინგი. ამ საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებისათვის Bloomberg-ტერმინალის გამოყენება აუცილებელია.
Bloomberg-ტერმინალი წარმოადგენს სანდო, თანამედროვე და საუკეთესო ინსტრუმენტს, როგორც ინვესტირებისთვის, ასევე საინვესტიციო რისკების გაზომვისა და შეფასებისათვის. მაგალითისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დაფიქსირება, ხდება სწორედ ექსკლუზიურად Bloomberg-ის პლატფორმაზე დაფიქსირებული კურსის საფუძველზე. მას ასევე იყენებენ სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები და უმსხვილესი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები.
ამჟამად Bloomberg-ტერმინალს ჰყავს 325 000 პროფესიონალი მომხმარებელი, რომელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე და ეკონომიკაზე. აღნიშნული ტერმინალის გამოყენების ექსკლუზიურობას სწორედ მისი პროფესიონალური მომხმარებლების სიდიდესა და რაოდენობაზეა დაფუძნებული, რაც აღნიშნულ პლატფორმაზე ფინანსური ინსტრუმენტების მაღალ ლიკვიდობას უზრუნველყოფს. Bloomberg-ტერმინალი იძლევა რეალურ დროში გარიგებების დადების შესაძლებლობას; ის საინვესტიციო ინსტრუმენტების რისკიანობის გაზომვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.
ამასთან, მისი გამოყენება, საუკეთესო ფასად და მინიმალური დანახარჯებით, ინვესტირების განხორციელების საშუალებას იძლევა.
Bloomberg-ტერმინალს იყენებს საქართველოს ყველა ძირითადი ფინანსური ინსტიტუტი . ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, Bloomberg-ის ტერმინალით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდეს BLOOMBERG FINANCE L.P. როგორც უალტერნატივო და ექსკლუზიური უფლების მქონე მიმწოდებელთან“- ნათქვამია საპენსიო სააგენტოს წერილში, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერზეა ხელმისწვდომი.
Bloomberg-ტერმინალს აქვს მომსახურების სხვადასხვა პაკეტები, რომლებსაც შესაბამისი ღირებულება აქვთ. როგორც საპენსიო სააგენტოს მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, აღნიშნული მომსახურების პაკეტებიდან შერჩეულ იქნა მინიმალური ღირებულების პაკეტი.
სსიპ საპენსიო სააგენტო Bloomberg-ტერმინალის სერვისით 2021 წლის 20 აპრილიდან სარგებლობს, ამჟამად კი საუბარია 1 წლიან და 1 თვიან კონტაქტზე.
უახლესი