საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები უბნების დახურვიდან 2 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი. როგორც გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ განმარტა, წინასწარი შედეგების მოკლე დროში გამოქვეყნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად გახდება შესაძლებელი.
„ჩვენ მთელ საარჩევნო ისტორიაში, რაც კი საქართველოს გააჩნია ამ არჩევნებზე გვექნება ყველაზე ადრე წინასწარი შედეგები. უბნების დახურვიდან მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ ქვეყნის მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს გავაცნოთ არჩევნების წინასწარი შედეგები, ტექნოლოგიების მიერ დათვლილი შედეგების წყალობით.
ყველა ტექნოლოგიური უბანი, ისევე, როგორც ამომრჩევლის 10 პროცენტისთვის ტრადიციული უბანი გადაითვლება ხელით. შესაბამისად, შედგება ხელით შევსებული შემაჯამებელი ოქმები, რომელიც პირდაპირ გადმოიგზავნება ცესკოში, მას მერე, რაც ტექნოლოგიების მიერ დათვლილ შედეგებს გამოვაცხადებთ, გაგრძელდება გადათვლის პროცესი. ყველა შემოსული ოქმი დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ვებგვერდზე და ყველას ექნება საშუალება თვალყური მიადევნოს პროცესს“, - განაცხადა შარაბიძემ.
უახლესი
34 წუთის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე2 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა2 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს2 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა