დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„საოჯახო მეღვინეობა მილდიანმა“ საკოლექციო ხაზი „ჩინებული“ დაამატა

„საოჯახო მეღვინეობა მილდიანმა“ საკოლექციო ხაზი „ჩინებული“ დაამატა

04-11-2024 11:00:00

საოჯახო მეღვინეობა მილდიანმა“ საკოლექციო ხაზი „ჩინებული“ დაამატა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორის მოადგილე მარია ვეშაპიძემ განუცხადა.

„უკვე სავაჭრო ქსელებშია საკოლექციო ხაზი, რომელშიც განსაკუთრებული ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ღვინოები შევიდა. ამ საკოლექციო ხაზს ჰქვია „ჩინებული“.

„ჩინებულის“ საკოლექციო ხაზში სამი დასახელების ღვინო შედის: „კრახუნა“ „ხიხვი“ და „შარდონე“.

საკოლექციო ხაზი შეზღუდული რაოდენობით ვაწარმოეთ და დაახლოებით თითოეული 10 000 ბოთლს შეადგენს“,- განაცხადა მარია  ვეშაპიძემ.  

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის „მილდიანი ჯგუფის” მფლობელობაშია: შპს ”წინანდლის ძველი მარანი”,  შპს ”გურჯაანის ღვინის მარანი”, სუვენირული ღვინოების საწარმო შპს ”ვაზი-1” და სადისტრიბუციო კომპანია შპს ”ლეთრე”. 

საოჯახო მეღვინეობა მილდიანის ისტორია

„საოჯახო მეღვინეობა მილდიანის“ ისტორია 1991 წელს იწყება, როდესაც ენთუზიაზმითა და მეღვინეობისადმი სიყვარულით სავსე ოთხი ძმა აფუძნებს კომპანიას, რომელიც მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა დღემდე იზრდება და ვითარდება.

ყველაფერი მეღვინეობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით დაიწყო. პირველ ხანებში, ქვეყანაში არსებული ღვინის მარაგების შესყიდვა და ექსპორტი ხდებოდა, რაც მცხეთაში ღვინის ჩამოსასხმელი საკუთარი საწარმოს აშენების წინაპირობა გახდა. სულ მალე იქვე აშენდა საკუთარი კერამიკის საამქრო, სადაც მრავალფეროვანი კერამიკული ღვინის ბოთლები მზადდებოდა. ამ საამქროს მიერ გამოშვებული თიხის ბოთლები, რომლებშიც კომერციალიზაციის მიზნით ღვინო ჩაისხა, პირველი პრეცედენტი იყო პოსტსაბჭოთა საქართველოში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები