„საოჯახო მეღვინეობა მილდიანი“ სამხრეთ კორეის ბაზარზე შევიდა - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორის მოადგილე მარია ვეშაპიძემ განუცხადა.
„სამხრეთ კორეის ბაზარზე მოთხოვნა მაღალალკოჰოლურ სასმელებზეა. ჩვენ ექსპორტი ბრენდით დავიწყეთ, რაზეც დიდი მოთხოვნაა და გააქტიურდა ეს ბაზარი“, - ამბობს კომპანიის დირექტორის მოადგილე.
მისი თქმით, „საოჯახო მეღვინეობა მილდიანის“ გაყიდვები ყველაზე მაღალია დსთ-ს ქვეყნებში.
„ამ ბაზრებზე ცნობილია ქართული ღვინო, იციან მისი ხარისხი და მომხმარებელიც მიჩვეულია.
თუმცა ვზრდით აშშ-სა და კანადაში ექსპორტსა და გაყიდვებს. ასევე ევროპასა და ჩინეთში. ღვინის შეტანა დავიწყეთ იაპონიასა და კორეაში. იაპონიაში 5 წელია შეგვაქვს ღვინო, ხოლო სამხრეთ კორეაში მოთხოვნა
მაღალალკოჰოლურ სასმელებზეა“, - ამბობს მარია ვეშაპიძე.
მისი ინფორმაციით 2024 წელს ადგილობრივსა და საექსპორტო ბაზრებზე კომპანიის გაყიდვები გაიზარდა დაახლოებით 10%-ით.
უახლესი