მნიშვნელოვანია, რომ საქართველო საგარეო ურთიერთობაში წარმოდგენილი იყოს ერთი ხმითა და სახით და სამწუხაროდ, ქალბატონი პრეზიდენტი ამოვარდნილია საგარეო პოლიტიკის იმ ხაზიდან, რომელიც საქართველოს აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი პირადი თანხებით ახორციელებს საზღვარგარეთ ვიზიტებს და ამით არღვევს კონსტიტუციას. იგი სწორედ ამიტომ არ იყენებს საჯარო თანხებს, რადგან იცის, რომ ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაული იქნებოდა.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო საგარეო ურთიერთობაში წარმოდგენილი იყოს ერთი ხმითა და სახით და სამწუხაროდ, ქალბატონი პრეზიდენტი ამოვარდნილია საგარეო პოლიტიკის იმ ხაზიდან, რომელიც საქართველოს აქვს. პრეზიდენტი ასუსტებს ამ პოზიციას და როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნით ის ამბობს - შარშან საქართველო არ იმსახურებდა და სწორია, რომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი.
წელს რაც შეეხება, მან განაცხადა კიდევაც საჯაროდ, რომ რეკომენდაციები მხოლოდ ფორმალურად სრულდება, ანუ შესაბამისად, ამით მათ შორის ევროკავშირის ლიდერებს აძლევს იმის საბაბს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი ეთქვას. ესაა მთავარი აცდენა.
ის, რომ კერძო თანხებით ახორციელებს ვიზიტებს, ამით თავადაც აჩვენებს, იცის რომ არღვევს კონსტიტუციას. ამიტომ არ იყენებს საჯარო თანხებს, რადგან ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაული იქნებოდა. პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი ასე საჯაროდ და ცინიკურად არღვევს კონსტიტუციას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
უახლესი