დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალების მხრიდან ორგანიზებულია ანტიჩინური კამპანია - ლევან დავითაშვილი

სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალების მხრიდან ორგანიზებულია ანტიჩინური კამპანია - ლევან დავითაშვილი

26-09-2023 16:54:56

 

სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალების მხრიდან ორგანიზებულია ანტიჩინური კამპანია, რაც ძალიან ცუდია, ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან ჩინეთის პარტნიორობასთან აკავშირებდათ გამოთქმულ მოსაზრებებს თუ ვარაუდებს. როგორც მინისტრმა თქვა, მორიგ ჯერზე სახეზეა პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„უფრო მეტად არის მცდელობა, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში უსაფუძვლო, ხშირ შემთხვევაში, არაკომპეტენტური ინფორმაციის გავრცელებით, გარკვეული, ე.წ. ჩინური ფობია დაამკვიდრონ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალების მხრიდან ორგანიზებულია ანტიჩინური კამპანია, რაც ძალიან ცუდია. ეს ხელს არ უწყობს ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს ეკონომიკური გაძლიერება.

ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ ჩინეთი დღეს არის რიგით მეორე ეკონომიკა მსოფლიოში. ეს არის გლობალური ეკონომიკური ძალა. ყველაზე წამყვანი ეკონომიკები ჩინეთთან თანამშრომლობენ და ჩინეთთან თანამშრომლობაში ხედავენ, მათ შორის, ეკონომიკურ წარმატებას. საქართველოსთვისაც ძალიან საინტერესო შესაძლებლობები ჩნდება, რომ მეტი იყოს აქტიურობა ჩინეთთან. ჩვენ ჩინეთთან კარგი და წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობის ისტორია, პრაქტიკა გვაქვს. იცით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს ჩინეთთან. საუბარია იმაზე, რომ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს ქვეყანამ ახალ დონეზე. ჩინეთისთვის პირველი და მეორე სავაჭრო პარტნიორები არიან ევროკავშირი და აშშ. ესენია ჩვენი ორი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობაც და ევროკავშირში ინტეგრაციაც. ამ შემთხვევაშიც, როდესაც ევროკავშირი ყურადღებით, სიფრთხილით, მაგრამ წარმატებით ახორციელებს ეკონომიკურ პროექტებს ჩინეთთან, ჩვენც ზუსტად ასევე, პასუხისმგებლობით, გამჭრიახად უნდა მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება. უსაფუძვლო, რაღაც პოლიტიკურად გამიზნულ, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელ პროცესს არ უნდა ავყვეთ, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ეფუძნება არაკომპეტენტურობას, ასევე, ქვეყნის დამაზიანებელ მიზნებს. გავაგრძელებთ თანმიმდევრულ პოლიტიკას, მათ შორის, ჩინეთთან და სხვა ყველა სავაჭრო პარტნიორთან“, - განაცხადა მინისტრმა

ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ჩინეთთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ინიციატივები აქვს, რათა ეკონომიკური ურთიერთობა კონკრეტულ შედეგებში გადაიზარდოს.

„ეს ეხება ტურიზმს და პირდაპირ ფრენებს, მეტ სავაჭრო ურთიერთობას. ვიმუშავებთ საინვესტიციო პროექტებზე, აქაც ძალიან დიდია შესაძლებლობები, თუმცა ბევრი მუშაობა სჭირდება იმას, რომ კონკრეტული შედეგები მივიღოთ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ როდესაც ჩინეთის ასეთი დემონიზება ხდება, იგივე ევროკავშირი, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში არიან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები