თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„პირველადი დათვალიერებით გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირია. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება, კომერციულ ფართში. შიგნით მაცხოვრებლები არ იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს კორპუსის დათვალიერება. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად კორპუსიდან, კორპუსის სადარბაზოებიდან და საცხოვრებელი ბინებიდან გამოყვანილი არის ყველა მოქალაქე და მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები“, – განაცხადა მუსელიანმა.
სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება 14 მარტს მოხდა, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის რამდენიმე სართული.
უახლესი
40 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს59 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”