კომპანია „მეტტა" სამშენებლო სფეროში 2018 წელს გამოჩნდა და უპრეცედენტოდ მოკლე დროში შეძლო, დარგის უმსხვილესი ლიდერი კომპანიების გვერდით, მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება.
აღსანიშნავია, რომ ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის პორტფოლიოში არის უკვე 50-მდე გამორჩეული პროექტი, 500 000 კვადრატულ მეტრამდე ჯამური სამშენებლო ფართით.
„მეტტას" ახალგაზრდა და ამავე დროს, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი
გამორჩეული პროფესიონალიზმით ახორციელებს როგორც მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების, ისე კომერციული თუ ინდუსტრიული პროექტების, სასტუმროების, კვების ობიექტებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობას.
კომპანია „მეტტას" ძირითადი სერვისებია: მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციების მშენებლობა, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი, სარემონტო, საინჟინრო და საპროექტო სამუშაოები და დიზაინ-ბილდი.
აღსანიშნავია, რომ „მეტტას" პორტფოლიო მოიცავს ისეთი ცნობილი დამკვეთების პროექტებს, როგორებიცაა: „არქი", „ლისი დეველოპმენტი", „მაკდონალდსი", „შატო მუხრანი", „ნორვეგიის საელჩო", „ფუჯინ სილქ ფროფერთის" და სხვა.
ასევე, საგულისხმოა, რომ კომპანია დღეს უკვე 100-მდე თანამშრომელსა და 400-მდე მშენებელს აერთიანებს და განაგრძობს გუნდის ზრდას. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სამშენებლო-საინჟინრო პროფესიების პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობაში. სწორედ ამიტომ, „მეტტას" სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის აგვისტოში შეიქმნა 1-წლიანი უნიკალური ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს აკადემიური მოსწრების საჭიროებებს და საუნივერსიტეტო სწავლების პარალელურად მიმდინარეობს. პროგრამაში მონაწილე გამორჩეული წარმატების მქონე სტაჟიორები მიიღებენ სამუშაოს შეთავაზებას კომპანიაში და ასევე, მაგისტრატურაზე სწავლის ან პროექტების მართვის მიმართულებით სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება სამშენებლო კომპანია „მეტტას", რომლის პრიორიტეტია მუდმივი განვითარება და შემოქმედებითი მიდგომით ინოვაციების დანერგვა. თუკი დავაკვირდებით კომპანიის განვითარებას, შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამდვილი წარმატების ისტორიაა და მოხარულნი ვართ, რომ სწორედ ასეთი კომპანიები ხდებიან BAG-ის წევრები, რადგან ეს განაპირობებს ერთობლივ წარმატებას, რომელსაც ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება ჰქვია" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
უახლესი
10 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”